1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სადედამთილოს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ,ანი ახვლედიანი და ოთო ფოლადაშვილი დაშორდნენ

ჟურნალი "სარკიდან" ცნობილი ხდება, რომ ანა ახვლედიანი და ოთო ფოლადაშვილი დაშორდნენ. დაშორების დეტალებზე ანი ინტერვიუში საუბრობს.

"ერთი თვე იქნება, რაც მე და ოთო ერთად აღარ ვართ. ცივილიზებულად ვისაუბრეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი შემდგომი ურთიერთობისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. არ მინდოდა, ოთო როგორც ადამიანი, დამეკარგა, მას ძალიან ვაფასებ.

- განიცადეთ ეს ამბავი?

- რა თქმა უნდა, მაგრამ რას ვიზამთ. ოთოს ძალიან ვაფასებ, მისი წარმატება გამიხარდება და დარწმუნებული ვარ, მასაც გაუხარდება ჩემი წარმატება. როგორც ადამიანი, ის ძალიან მიყვარს. როგორც ყველა წყვილი ცდილობს რაღაცის გამოსწორებას, ჩვენც ვეცადეთ, ერთმანეთს ბევრჯერ მივეცით შანსი, მაგრამ არ გამოვიდა. საბოლოოდ ასე მოხდა. დიდი იმედი მაქვს, ოთოც და მეც ჩვენს მეორე ნახევარს ვნახავთ...

...წავიკითხე, რომ ოთოს დედამ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, ის ჯერ კიდევ ძიებაშიაო. კი, ის ისევ ძიებაშია. ოთოს ოჯახს შორიდან ვიცნობ, ძალიან ვაფასებ, პატივს ვცემ. იმედია, ოთო ისეთ მეორე ნახევარს ნახავს, როგორიც მის დედას გაუხარდება.


წყარო: ჟურნალი "სარკე"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები