1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

OLD IRISH-ის რეკლმამ საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი ჯილდო აიღო

ლუდმა Old Irish-მა კიევის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე (KIAF) გრანპრი აიღო. კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი 26-27 მაისს ჩატარდა. 785 ნამუშევრიდან ჟიურიმ გამარჯვებულად ერთხმად დაასახელა Leavingstone Old Irish-ის სარეკლამო რგოლით. ვიდეომ მთავარი ჯილდოს გარდა კიდევ ოთხ ნომინაციაში მიიღო გრანპრი. Leavingstone-ს კიდევ ერთი წარმატება ლუდი ნატახტარის უსაზღვრო მეგობრობის კამპანიამ მოუტანა.

 

Leavingstone-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, ლევან ლეფსვერიძე აღნიშნავს: „ერთდროულად პროფესიული სიხარულიც გეუფლება და ამაყიც ხარ, რადგან დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს სახელი მრავალჯერ გააჟღერეს  Old Irish-ის ვიდეოს დამსახურებით. საბოლოო კენჭისყრაზე 8 ხმით, 0-ის წინააღმდეგ გავიმარჯვეთ. ასევე, დასაფასებელია ნატახტარის მარკეტინგის გუნდი. მათთან თანამშრომლობით უკვე ორი წელია ჩვენი ერთობლივი კამპანიები საუკეთესო „მოსავალს“ იმკის, როგორც ლუდის ბაზარზე, ასევე – კრეატიულ სარეკლამო ინდუსტრიაში. პარტნიორული ურთიერთობა და მათი მხრიდან პროფესიული ნდობა აშკარად ისახება საბოლოო შედეგზე.“

კომპანია ნატახტარის გუნდის წევრებითვისაც საინტერესო იყო Old Irish-ის პროექტზე მუშაობა: „იმდენად სახალისო სცენარი იყო, თავიდანვე ვიფიქრეთ რომ ეს კრეატიული მიდგომა აუცილებლად ჰპოვებდა გამოხმაურებას, თუმცა ასეთ დიდ წარმატებას არ ველოდით. კომპანია ყოველთვის ცდილობს იყოს ინოვაციური, არა მხოლოდ საინტერესო ბრენდების შექმნით, არამედ საინტერესო მარკეტინგული აქტივობითაც და სასიამოვნოა, რომ ასეთი შედეგები აქვს ჩვენს პროექტებს. Leavingstone-თან ჩვენი თანამშრომლობა მართლაც საინტერესო პროცესი და სასიამოვნო შედეგის მომტანია. მადლობა გუნდის ყველა წევრს და Film Asylum-ს. მართალია Old Irish-მა თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაზღვრო მეგობრობის  კამპანიის წარმატება.  ამ კამპანიით ვეცადეთ გვესაუბრა მეგობრობაზე, რომელიც ყველა ბარიერის მიუხედავად მეგობრობად რჩება, მიხარია რომ ასეთი ისტორიები მართლაც არსებობს.  საინტერესოა, რომ ამ პროექტზეც Leavingstone-თან ერთად Film Asylum მუშაობდა, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო მათ და ვიმედოვნო, რომ კვლავაც გვექნება ერთობლივი წარმატებული ნამუშევრები.“ ამბობს ნინო სურმავა კომპანია ნატახტარის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები