1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"შორენა და ევა გაფრინდნენ თურქეთში. ევას ტრანსპორტირება რთული და სპეციფიკური იყო"

"ვისაც გაინტერესებდათ - წუხელ შორენა და ევა გაფრინდნენ თურქეთში. ევას ტრანსპორტირება რთული და სპეციფიკური იყო, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, პერსონალურად Nino Mamaladze -ს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ავიაკომპანია "ატლასგლობალს", რომელმაც გარდა იმისა, რომ სრულად დააფინანსა ევას ტრანსპორტირება, კომპანიის გუნდის წევრებმა დიდი შრომა გაწიეს ბავშვის სამგზავროდ შესაბამისი პირობების შესაქმნელად. ასე რომ, ევამ გართულებების და დისკომფორტის გარეშე იფრინა და ახლა უკვე თურქეთის კლინიკაშია.
ხვალ, ანუ შაბათს, ხერხემალზე პირველი ურთულესი ოპერაციის ჩატარებაა დაგეგმილი. გუშინ შორენას საბანკო ანგარიშებზე მინიმალური თანხების ჩარიცხვაც კი ძალიან კარგად აისახა. 1 დღეში რამდენიმე ათასი ლარი შეგროვდა. მართალია, ეს ოპერაციისთვის არაა საკმარისი თანხა, მაგრამ ძალიან კარგი
დასაწყისია. ასე რომ, გთხოვთ, ვისაც რა თანხის საშუალება გაქვთ, იქნებ გადარიცხოთ მითითებულ ანგარიშებზე. 
რაც მთავარია, მინდა, შორენას სახელით ყველას გადმოგცეთ მადლობა ასეთი თანადგომისთვის. მერწმუნეთ, ამ მდგომარეობაში მყოფი დედისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 
ასე რომ, ვაგრძელებთ. 
სიახლეებს პერიოდულად მოგაწვდით.

"საქართველოს ბანკი":
GE57BG0000000642055200

TBC ბანკი:
GE61TB7723536010100019 (GEL)
GE40TB1123536110100031 (USD)

ბანკი „რესპუბლიკა“: 
GE39BR0000010929691997

მიმღები: შორენა ბეგაშვილი"-   წერს რუსთავი 2"-ის საერთაშორისო პროექტების პიარი სალომე ლილუაშვილი 

 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები