1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ, ნუკა ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში ამაღელვებელი მიმართვა გაავრცელა


   "ცეკვავენ ვარსკვლავების"  მორიგ ტურს გუშინ რეზიკო რობაქიძე და ნუკა ყარალაშვილი გამოეთიშნენ. პროექტის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ნუკამ ეს ამაღელვებელი მიმართვა გაავრცელა გულშემატკივრებისთვის :
      "ჩემო გულშემატკივრებო, უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის... ვერ ვიტყვი,რომ
იმედი გაგიცრუეთ, მე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე💃🏻 
განსაკუთრებული მადლობა მინდა ტელეკომპანია იმედს და მის შემოქმედებით ჯგუფს გადავუხადო, იმ სითბოსთვის, სიყვარულისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რაც პროექტში ყოფნისას მივიღე.
ასევე მადლობა მათ, ვისაც არ მოვწონდი და აქტიურად მაკრიტიკებდნენ, ისინი მე დამატებით ძალას მაძლევდნენ. 😉 
სამწუხაროდ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს თუ როგორი სტრესულია პროექტში ყოფნა, რაც თავისთავად ცეკვაზეც აისახება... რაც მთავარია ვისიამოვნე, ცეკვა ვისწავლე, გავერთე და შევიძინე კარგი მეგობრები. დარჩენილ კონკურსანტებს კი გამძლეობას და წარმატებას ვუსურვებ "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები