0 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ფინკა ბანკი SMART სერტიფიკატის მქონე პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში

20 აპრილი, თბილისი, 18:30 - ფინკა ბანკი საქართველოს წარმომადგენლები სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi- ში პრესკონფერენციას გამართავენ, რომლის მთავარი თემა  SMART გლობალური კამპანიის მიერ მომხმარებელთა დაცვის  მიმართულებით ფინკა ბანკის სერტიფიცირება იქნება. Smart Campaign - არის მსოფლიოს გლობალური კამპანია, რომლის მიზანია დაეხმაროს ფინანსურ ინსტიტუტებს შეიმუშაონ გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსური მომსახურებისთვის საჭირო რეგულაციები.

პრესკონფერენციას დაესწრებიან ეროვნული ბანკის, საბანკო და მიკროსაფინანსო ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ფინკა ბანკს SMART სერტიფიკატი კლიენტების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტურად გადაეცა, რაც SMART-ის გლობალური კამპანიის 7 პრინციპის შესაბამისობას ითვალისწინებს: პროდუქტის სათანადო დიზაინი და მიწოდება, ჭარბვალიანობის პრევენცია, გამჭვირვალობა, გონივრული ფასდადება, კლიენტების სამართლიანად და პატივისცემით მოპყრობა, კლიენტის მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა და საჩივრების განხილვის მექანიზმის არსებობა.

ფინკა ბანკი საქართველოს შესახებ

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის მასშტაბით არსებული 40 სერვის ცენტრის საშუალებით, 90 000 მეტ მომხმარებელს უწევს ფინანსურ მომსახურებას. ფინკა ბანკი საქართველო ფინკას საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომლის სათაო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს. ფინკა მსოფლიოს 23 ქვეყანაში 2 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ესტუმროთ საიტს  www.FINCA.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....