1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შედარებით მსუბუქი დღე გელით, სამსახურის საქმეებით დატვირთული არ იქნებით. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

კურო
მშვიდი დღე გელით, წარმატებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ. კარგი დღეა იმიჯის კარდინალური ცვლილებისთვის. ესტუმრეთ ახლობლებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, აღიდგინეთ ძალები. 

ტყუპი
მუშაობა სიამოვნებას მოგანიჭებთ, უფროსისგან შექებას დაიმსახურებთ. არ გამოაკლდეთ წვეულებას, სადაც გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. კარგი დღეა ბინის შესაძენად, მოსაწყობად. 

კირჩხიბი
აქტიური და საქმიანი ხართ. დაგეგმეთ მაგრამ დღესვე ნუ ეცდებით ყველაფრის რეალიზებას. ნუ გაწყვიტავთ ურთიერთობებს, ჯერ სიტუაციაში გაერკვიეთ. 

ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. განწყობას გაგიუმჯობესებთ ახლობლებთან სტუმრობა. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ და გამოიძინეთ. 

ქალწული
სამსახურის საქმეები აწყობილი გქვთ, განსაკუთრებული სირთულეები მოსალოდნელი არაა. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

სასწორი
მოერიდეთ ავანტიურას. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად, ინტერიერის შესაცვლელად, ბინაში კოსმეტიკური რემონტის დასაწყებად. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

მორიელი
ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ აქტიურ ქმედებებს, უმჯობესია, დღე მიმდინარე საკითხებში გარკვევას დაუთმოთ. სახლისთვის შეიძინეთ გამოსადეგი ნივთები, ახლობლებისთვის - საჩქურები. 

თხის რქა
კოლეგებს საქმეების მოგვარებაში, სირთულეებში გარკვევაში დაეხმარეთ. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

მერწყული
სამსახურის საქმეები მშვიდად მოაგვარეთ. კარგი დღეა რემონტის, მშენებლობის დასაგეგმავად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობა ელით. 

თევზები
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. დაგეგმეთ ბიუჯეტი. შეიძლება შემოსავლიანი სამსახური გამოგიჩნდეთ, ან სარფიან ბიზნესში დააბანდოთ ფული. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები