1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შალვა რამიშვილის ცოლი-,,თქვენზე არანაკლებ, თუ მეტად არა, ვარ დაინტერესებული ამ საქმეზე სიმართლის დადგენით"

მსახიობი თათია სამხარაძის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი მასზე სექსუალური ხასიათის შევიწროებას ახორციელებდა  რამიშვილის მეუღლე ხატია ეკიზაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება:

ჩემო მეგობრებო! გარწმუნებთ, თქვენზე არანაკლებ, თუ მეტად არა, ვარ დაინტერესებული ამ საქმეზე სიმართლის დადგენით. 
თუ წამოყენებული ბრალდებები ვერ დაამტკიცა ბრალმდებელმა, მაშინ ცხადია რომ ადგილი აქვს ჩემი მეუღლის ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველ, ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიას. 
ამ ეტაპზე, ველოდებით ტელეკომპანია "იმედი"-ს მიერ შალვას გათავისუფლების მიზეზის დასახელებას. 
რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რომელთა არსებობაც ვრცელდება...ეს ჩანაწერი სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარედგინება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებსა ან/და სასამართლოს და მხოლოდ შემდგომ გაირკვევა შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ნიშნებს. მანამდე კი დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები