1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ უნდა გიყვარდეთ ლომის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიანები..

  ლომი – “მეფეა” ზოდიაქოს ნიშნებს შორის და რა თქმა უნდა, ამ სტატუსის მფლობელს უფლება არც აქვს იყოს ცუდი.. ამჯერად გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა გიყვარდეთ ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები 

1. ლომის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულ ადამიანებს  აქვთ ყოველთვის  ჯანსაღი ამბიციები - მისი თვითრწმენა და ცხოვრების სიყვარული გადამდებია.
2.იგი უზომოდ ერთგულია - ლომს ორპირობა და ღალატი არასოდეს გამოსდის. 
.
3. საიმედო ადამიანია - მისთვის ღირსება ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას ცხოვრებაში. ლომებს შორის იშვიათად შეხვდებით გამყიდველებს სულით. 

4. მის გვერდით არასოდეს მოიწყენთ - ლომები ოპტიმიზმს ასხივებენ. მათთვის ცხოვრება ლამაზი დღესასწაულია, ამიტომ ცდილობენ სხვასაც გაუნაწილონ ეს სადღესასწაულო განწყობა. 

5. უყვარს სიცოცხლე - მისი სიცოცხლის სიყვარული გადამდებია.

6. ყოველთვის სჯერა ბედნიერი დასასრულის - ლომი წაგებას არასოდეს აღიარებს, მაშინაც კი, როცა ნათლად ჩანს, რომ დამარცხებულია. მისი ოპტიმიზმი მართლაც რომ აღფრთოვანების ღირსია. 

7. გულწრფელია - ძალიან უყვარს საკუთარ გრძნობებზე საუბარი და სითბოს გამოხატვა. 

8. ყოველთვის აქვს კარგი კავშირები - საჭიროების შემთხვევაში მის გამო მეგობრები ყირაზე დადგებიან. მას ყველგან ეთქმის "სერიოზული სიტყვა".

9. სიყვარული მთელი გულით შეუძლია - მაქსიმალისტია, თუკი შეგიყვარათ, გულს მოგიძღვნით ბოლომდე. 

10. ლომის გემოვნება მოკრძალებულობას სრულიად მოკლებულია - მხოლოდ საუკეთესო მანქანები, ძვირფასეულობა. თეორიულად ასეთ მონადირე ქალთან ან კაცთან განშორება შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად განშორების შემდეგ ყველა ქალში (კაცში) მის ასლს დაინახავთ.
11. ლომი ცხოველების მეფეა..მიჩვეულია ფუფუნებას და შესაბამისად, არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს..მას უყვარს ყველაფერი რაც ძვირფასი , კარგი და ხარისხიანია                                                                                       ავტორი: სუზი მკრტიჩიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები