1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მე პირადად შევესწარი ამ ფაქტს" - რას ყვება თვითმხილველი ევას ფანჯრიდან გადმოვარდნის შესახებ

აი რას წერს ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი, ირაკლი ჩორგოლაშვილი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის ფანჯრიდან გადმოვარდნის შესახებ სოციალურ ქსელში: 

ვფიქრობ ყველამ იცით რამოდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ, როდესაც ახალგაზრდა გოგონა გადმოვარდა მე5-ე სართულიდან. მე პირადად შევესწარი ამ ფაქტს და მინდა ჩემს თვალწინ განვითარებულ მოვლენებს შევეხო, კერძოდ კი სასწრაფო დახმარების მუშაობის არაპროფესიონალიზმს, არაკომპეტენტურობასა და გულგრილ მიდგომას. ახლა, დამშვიდებულ გონებაზე შევეცდები ზუსტად აღვწერო განვითარებული მოვლენები.შემთხვევის დადგომიდან 2-3 წუთში, 6:29 წუთზე დავრეკე 112 Georgia/112 საქართველო და შევატყობინე მომხდარის შესახებ, აქვე ვუთხარი რომ გოგონა ცოცხალი იყო და მას სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება. მითხრეს რომ ბრიგადა გამოსული იყო და მალე მოვიდოდა, თუმცა ეს მალე გაიწელა დაახლოებით 22-23 წუთი. პერიოდულად ვრეკავდი 112-ში და ვეკითხებოდი სად იყო იყო სასწრაფო დახმარება და რატომ უნდებოდა ამდენი ხანი ადგილზე მისვლას, ოპერატორმა მომახსენა რომ ბრიგადა სხვა გამოძახებაზე იყო და იქიდან მოდიოდა... გამოსული ვიყავი ქუჩაში სასწრაფოს დასახვედრად და ბოლოს როგორც იქნა დავინახე სასწრაფო, რომელმაც პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოუხვია და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მოსეირნობდა, მოყვებოდა მის წინ მიმავალ მანქანას მშვიდად და აუღელვებლად, არ ჰქონდა ხმოვანი სიგნალი ჩართული და რომ არა ჩემი და პატრულის(პატრულის ეკიპაჟი დაახლოებით 10 წუთში ადგილზე იყო) ძახილი და ხელების ქნევა სხვა ქუჩაზე აუხვევდა. მიუხედავად ამისა ერთი წამითაც არ უფიქრია აჩქარებულიყო და ასევე ზანტად გააგრძელა ჩვენი მიმართულებით მოძრაობა. მას შემდეგ რაც ადგილზე მივიდნენ და გოგონას გაუკეთეს დამამშვიდებელი(ჩემი ვარაუდია), საკაცეზე გადააწვინეს ისე რომ კისერი არ დაუფიქსირეს...
გადააწვინეს საკაცეზე ადამიანი რომელიც მე5-ე სართულიდან გადმოვარდა,სასწრაფოს მოსვლამდე გვეხვეწებოდა გვერდზე გადამატრიალეთ ყველაფერი მტკივაო და მიუხედავად დიდი სურვილისა ამ მდგომარეობაში ჩავარდნილ პატარა გოგონას რაიმეთი დავხმარებოდით და მისთვის ტკივილი შეგვემსუბუქებინა, ვცდილობდით მისთვის ამის საშუალება არ მიგვეცა რადგან ისეთი დილეტანტისათვისაც კი, როგორიც მე ვარ პირველადი დახმარების აღმოჩენაში, ცხადი იყო რომ მისი განძრევა ამ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, რადგან სავარაუდოდ ხერხემალი და შეიძლება ფუძის ძვალიც კი დაზიანებული ჰქონდა და მისი განძრევა ამ მდგომარეობაში შესაძლოა ფატალურადაც კი დასრულებულიყო. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, პატარა გოგონას, სასწრაფო დახმარებაში მომუშავე "პროფესიონალები" აწვენენ საკაცეზე და არ უფიქსირებენ კისერს! 

ახლა მაქვს რამოდენიმე კითხვა თქვენთან 112 Georgia/112 საქართველო1. თუ არ გყავთ შესაბამისი რაოდენობის ბრიგადები, რომ გასაჭირში მყოფ ადამიანს სწრაფად აღმოუჩინოთ დახმარება, როცა მათი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და თითოეული წამი გადამწყვეტია, რატომ არ ამატებთ ბრიგადებს?2. რატომ არ ჰქონდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ხმოვანი სიგნალები ჩართული და რატომ მოსეირნობდა მშვიდად და აუღელვებლად?3. რატომ არ დაუფიქსირეს ადამიანს კისერი, როცა სახეზე იყო მრავლობითი მოტეხილობები გამოწვეული სიმაღლიდან ვარდნის გამო?აქვე დიდი "სიყვარულით" მოვიკითხავ ყველა იმ ადამიანს ვინც არ ატარებს სასწრაფო დახმარების ბრიგადას, სახანძრო დახმარების მანქანასა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟსაც კი.აუცილებლათ საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანზე უნდა გამოსცადოთ ის საშინელება, რაც შეიძლება მათ დაგვიანებას მოჰყვეს?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები