0 4 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლუდი „სვიანი“ - კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი „ზედაზენისგან“

„ზედაზენმა“ ერთგულ მომხმარებელს,  განსაკუთრებული გემო - უმაღლესი ხარისხის გერმანული ალაოს და სვიის  განსაკუთრებული სახეობის ნაზავისგან შექმნილი განსხვავებული ლუდი შესთავაზა.

ლუდი „სვიანი“ გერმანული ლაგერის ტიპის ლუდია. ფერი: - კრისტალურად გამჭვირვალე, ღია ხორბლისფერი, წვრილმარცვლოვანი ქათქათა თეთრი ქაფით. არომატში სვიის სასიამოვნო ნოტებთან ერთად აღიქმება შინგამომცხვარი ახალი ქერის პურის და გაზაფხულის ნაკადულის წყლის სურნელი. გემო რბილი და სასიამოვნო; შედარებით მსუბუქი დასალევი ლუდია. მზადდება განსაკუთრებული ჯიშის გერმანული სვიისა და უმაღლესი ხარისხის ქერის ალაოს გამოყენებით.

„სვიანი - ძველი ქართული სიტყვაა და ბედნიერს, იღბლიანს ნიშნავს. ჩვენ ყველას გვახსოვს ეს სიტყვა უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“-დან. ვფიქრობთ ეს სიტყვა უნდა მოდიოდეს მცენარის სახელწოდებიდან - სვია. იგივე შეიძლება ითქვას სიტყვაზე სვე-ბედნიერი. ლუდი „სვიანი“-ც ჩავიფიქრეთ როგორც ბედნიერების სასმელი: სასიამოვნო, მსუბუქი გემო და არომატი რომლის შეგრძნებაც სიცოცხლით ტკბობას გვგვრის, ეს ერთგვარი მედიტაციასავითაა. მიირთვით ლუდი „სვიანი“ მეგობრებთან ერთად ან მარტოობის ჟამს და შეიგრძენით თუ რას ნიშნავს ადამიანი იყო ღმრთისაგან სვიანი“ - აცხადებს ქართული ლუდის კომპანიის კომერციული სამსახურის  ხელმძღვანელი  კახა  პაიჭაძე.

ლუდის საწყისი ექსტრაქტულობა 10.4%-ია,  ალკოჰოლის შემცველობა კი 4,5% ასე.

„სვიანი“  შესანიშნავია ზაფხულის სიცხისგან გათანგული და მოწყურებული ლუდის მოყვარულთათვის. მისი მდიდარი და ამავე დროს მსუბუქი არომატი იდეალურად ესადაგება ფაქტიურად ყველა საზაფხულო კერძსა და სნეკს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....