1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს უნდა იმუშაოთ, სამსახურშიც და სახლშიც. საღამოს მეგობრებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები, რომლებიც მომავალში წარმატებასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. 

კურო
კოლეგებთნ ერთად განიხილეთ და დაიწყეთ ახალი პროექტები. თამამად იმოქმედეთ, გარისკეთ კიდეც. შეეხმიანეთ ყველას, ვისაც თქვენი ფული მართებს და მოითხოვეთ ვალის დაბრუნება. 

ტყუპი
დაკვირვებულად იმუშავეთ, კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. თქვენი პროექტი ინვესტორს გააცანით. თუ ნაბიჯებს სწორად გათვლით, ფინანსურ წარმატებას მიაღწევთ. 

კირჩხიბი
დღეს ისეთ საქმესაც შეასრულებთ, რაზეც ადრე დრო და ენერგია არ გყოფნიდათ. ფულის საჭირო ნივთების ყიდვაზე დახარჯეთ. ზოგიერთს სესხის აღება არ გაუჭირდება. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ. 

ლომი
სამსახურში მეტად უნდა იაქტიუროთ; განიხილეთ ახალი იდეები. უხელმძღვანელეთ ახალ პროექტებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

ქალწული
გეგმების განხორციელების დრო დაგიდგათ. ხელმძღვანელობს ახალი პროექტები და იდეები გააცანით. კარგი დღეა ვარჯიშის დასაწყებად, ვიტამინების კურსის მისაღებად. მზის დაბნელება იდეალური დროა შიშებთან და კომპლექსებთან საბრძოლველად. 

სასწორი
სამსახურში განწყობის შესაქმნელად, მიიტანეთ ქოთნის ყვავილი, ან ახალი საკანცელარიო ნივთები. საღამოს საყვარელ ადამიანთნ ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

მორიელი
მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მზის დაბნელება საშუალებას მოგცემთ გათავისუფლდით შიშებისა და კომპლექსებისგან. 

მშვილდოსანი
თქვენთვის სასიამოვნო პარტნიორებს შეეხმიანეთ. მათი დახმარებით განწყობაც გაგიუმჯობესდებათ და მატერიალური მდგომარეობაც. ქრონიკული გადაღლილობის დასაძლევად დაიწყეთ ვარჯიში, მიიღეთ ვიტამინები. 

თხის რქა
თავადაც კი გაოცებული დარჩებით ისე ადვილად მოგვარდება სამსახურთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული უსიამოვნებები. მნიშვნელოვან საქმეებს დღეს ნუ დაიწყებთ, ჯერ ძალები მოიკრიბეთ. 

მერწყული
გადაანაწილეთ ფინანსები და დაგეგმეთთ მსხვილი საყიდლები. თუ გრძნობთ, რომ ფული გაკლდებათ, მოიძიეთ შემოსავლის ახალი წყარო. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

თევზები
თუ მუშაობა არ გსურთ, ნურც კოლეგებსა და უფროსს ნურც გაგებინებთ. ხუთშაბათიდან დაიწყეთ ახალი პროექტების განხორციელება. დღეს წაიკითხეთ წიგნები, კარგია იოგა და მედიტაცია. გათავისუფლდით შიშებისა და კომპლექსებისგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები