1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კალაძემ სტინგი საკუთარ დაბადების დღეზე ამღერა?!

"დილა მშვიდობისა ერო ბედნიერო !

 

ამბობენ, გუშინ ერთ დიდი თანამდებობის პირს დაბადების დღე ჰქონიაო. ბუდა ბარი დაუკეტავს და იქ გადაუხდიაო.

 

სტინგიც მიუწვევია კონცერტის მერე მასთან პრივატ ფართიზე სამღერადო.

 

რას არ იტყვიან? აბა ამის დაჯერება შეიძლება? როცა ხალხს და ბიუჯეტს ასე უჭირს, სახელმწიფო მოხელე რამოდენიმე ათეულ ათას ევროს გადაიხდის ერთი არტისტის სიმღერაში ?

 

თუმცა ასეთი ჭორიც სასიამოვნო მოსასმენია, გიხარია ადამიანს, რომ შენი ქვეყნის მთავრობის წევრს, გარდა ჩაცმისა მუსიკაშიც დახვეწილი გემოვნება აქვს.

 

P.S. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს სტატუსი მუსიკას ეხება და არავითარი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს" - წერს გამყრელიძე.

 

როგორც ცნობილია, 27 თებერვალს კალაძის დაბადების დღე იყო. გამყრელიძე პოსტის კომენტარებში წერს, რომ თანამდებობის პირში ის სწორედ კალაძეს გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები