1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქალი, მამაკაცი და 7 წლის ბავშვი - თურქეთში სამი ქართველი გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, სამართალდამცველებმა ერთ- ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ქალბატონი ქართველია და მათ ყელი აქვთ გამოჭრილი.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, თურქული მედია. საინფორმაციო სააგენტო DHA-ს ცნობით პოლიციამ ბინაში ქალბატონის, მამაკაცის და 7 წლის ბავშვის ცხედრები იპოვა, სიკვდილის ერთ ერთ მიზეზად კი მხუთავი აირით გაგუდვა სახელდება.   როგორც თურქმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს სამივე ქართველია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე ან რუსთავი 2 ის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები