1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შრომისმოყვარე ვერძები წარსულში შესრულებული საქმიანობის შედეგს დღეს მიიღებენ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ეს შეიძლება იყოს პრემია ან ხელფასის მომატება. 

კურო
იდეებით, იმედებითა და გეგმებით აღსავსე ხართ, რომლებსაც უახლოეს მომავალში განახორციელებთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. იყავით მეტად დაკვირვებული და პრაქტიკული. 

ტყუპი
ჩანაფიქრების განხორციელების დღეა. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი. საღამოს გატარება საყვარელი მეგობრებისა და ნათესავების გვერდით მოგინდებათ. 

კირჩხიბი
საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი გამოგიჩნდებათ. იყავით მიზანმიმართული და მომთმენი. დღეს შეიძლება ან ახალი საქმიანი პარტნიორები გამოგიჩნდნენ, ან სპონსორები. 

ლომი
კომერციულ საქმიანობაში არნახულ წარმატებას მიაღწევთ. განსაკუთრებით კარგი დღეა საბუთების გაფორმებისა და საქმიანი გარიგებებისთვის. მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა. 

ქალწული
კარგი დღეა მგზვრობის, ახლობლებთან ვიზიტისა და სტუმრების მისაღებად. კარგ შედეგს მოგიტანთ მივლინება. სამსახურში დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

სასწორი
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად და რთული საკითხების მოსაგვარებლად. მოსალონდელია სასიამოვნო ამბების გაგება და საინტერესო ადამიანის გაცნობა. 

მორიელი 
საქმეები "მკვდარი წერტილიდან" დაიძვრება. დაუგეგმავი შეხვედრების დღეა. ზოგიერთს ცხოვრებაში კარდინალური ცვლილება ელის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უფროსთან. 

მშვილდოსანი
ენერგიული ხართ და ახალი ჩანაფიქრების განხორციელების საშუალებას შეძლებთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

თხის რქა
დინამიკური, ცვლილებების დღე გელით. დაასრულეთ ძველი საქმეები. მოსალოდნელია შეხვედრა თქვენთვის საინტერესო ადამიანთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. 

მერწყული
დღეს საკუთარი თავით და საქმეებით კმაყოფილ იქნებით. წარსულში განხორციელებული საქმეების შედეგებს მიიღებთ. გამოგიჩნდებათ დრო საყვარელი საქმიანობისა და დასვენებისთვის. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლობლებთან. 

თევზები
სარფიანი იქნება მოლაპარაკება საქმიან პარტნიორებთან. მარტივად გაართმევთ თავს დაუგეგმავ საქმეებსაც კი. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საწინააღმდეგო სქესისგან კომპლიმენტები და საჩუქრები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები