1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საწინააღმდეგო სქესისგან განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობთ. დაქორწინებულებს რომანტიკული მოგზაურობა ელით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. 

კურო
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით; ზოგიერთი კი დაქორწინებას გადაწყვეტს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. 

ტყუპი
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით; წარმატება - ნებისმიერ საქმიანობაში. ადვილად გამონახავთ საერთო ენას გავლენიან ადამიანებთან და სპონსორებთან. 

კირჩხიბი
დღესასწაულის მიუხედავად მუშაობა მაინც მოგიწევთ. ზოგიერთს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ელის. შეიძლება ლატარიაში მოიგოთ. 

ლომი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ. 

ქალწული
ახლობლები მზრუნველობითა და ყურადღებით აგავსებენ. გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანისთვის. ნუ დაიზარებთ მისთვის საჩუქრებსა და სიურპრიზებს. 

სასწორი
შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. ახალ, პერსპექტიულ საქმიანობას შემოგთავაზებენ და უარი არ თქვათ. გახსოვდეთ, თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. 

მორიელი 
მოულოდნელი ხარჯი გელით; ცვლილებები - პირად ცხოვრებაში. დღეს ზოგიერთი იდეის განხორციელებას შეძლებთ. 

მშვილდოსანი
მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის, მეგობრებთან და ნათესავებთან შესახვედრად. 

თხის რქა
მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით დატვირთული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. 

მერწყული
დღეს განიხილავთ სამომავლო პროექტებს; შეადგენთ გეგმებს. ბიზნესპარტნიორებს მეგობრულ ვითარებაში შეხვდით. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. 

თევზები
პოზიტიური მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გამონახეთ დრო ახლობლებთან შესახვედრად; შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები