1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა რიტუალები უნდა ჩაატაროთ წინასაახალწლო დღეებში, რომ მომავალი წლისთვის ოჯახში სიმშვიდე დაიბედოთ

ახალი წლის წინა დღეები, ეზოთერიკული თვალსაზრისით, გარკვეული მაგიური დატვირთვის მქონეა. ამიტომ, სწორედ ამ პერიოდში გაკეთებული რიტუალი და ჩათქმული სურვილი, ადამიანებს ხშირად უხდებათ. ამ მეთოდით კი ჩვენს ცხოვრებას, იმ გეზს ვაძლევთ, როგორც ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ. სხვათა შორის, ამ დღეებს უძველესი დროიდან ჩვენი წინაპრებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი ნანა ამბობს, რომ, თუ წინასაახალწლო დღეებში სწორად მოვიქცევით, ჩვენს ბედს სასიკეთოდ შევცვლით.

ნანა: ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. ბებიაჩემი მაშინდელი დროისთვის ძალიან განათლებული ქალი იყო და ხალხურ მედიცინაში, პარაფსიქოლოგიაში, ეზოთერიკასა თუ ასტროლოგიურ საკითხებში კარგად ერკვეოდა. რომ წამოვიზარდე, მეც დავინტერესდი ამ საკითხებით და სწორედ მისგან ვიცი ის ეზოთერიკული წესები და კანონები, რაც ადამიანის ბედნიერი და მშვიდი ცხოვრების მოსაპოვებლადაა საჭირო.
– იქნებ, ჩვენც გაგვანდოთ ის ეზოთერიკული რიტუალები, რომლებიც წინასაახალწლო დღეებში ტარდება და ადამიანებს ცხოვრების უკეთ მოწყობაში დაეხმარება?
– რასაკვირველია, გაგანდობთ და კიდევ გეტყვით, რომ ეს ხანშიშესულმა ადამიანებმა კარგად იციან, უბრალოდ, ახალგაზრდებს აღარ სჯერათ მსგავსი რამეების. მაგრამ, ვინც მსგავსი რიტუალები ჩაატარა, დღეს კმაყოფილია. მოკლედ, ახალ წლამდე დღეებს საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკა და მძლავრი მაგიური დატვირთვა აქვს. კერძოდ, ასეთია 23, 25, 27, 29, 30 და 31 დეკემბერი. სწორედ ამ დღეებში უნდა დააკვირდეთ თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რადგან როგორც იტყვიან, ამ დღეებში შემთხვევით არაფერი ხდება. მაგალითად, თუ ბედი არ გეხსნებათ და გსურთ, მომავალ წელს   მეორე ნახევარი იპოვოთ, 23 დეკემბერს, უნდა ჩაატაროთ შემდეგი რიტუალი: გამჭვირვალე ბროლის ლარნაკში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მასში ორი ცალი წითელი ვარდის ფურცლები, დაამატეთ ერთი მუჭა შაქარი და ჩადეთ  ერთი ცალი კვერცხი. აქვე აგიხსნით, რომ  კვერცხი მარადიულობის, შაქარი – ოჯახში სიამტკბილობის, ვარდის ფურცლები კი სიყვარულისა და ბედნიერების სიმბოლოა. მოკლედ, ლარნაკი დადგით იმ ოთახში, სადაც გძინავთ. ახალ წლამდე, ყოველ საღამოს ჩაყავით ამ წყალში ხელები, თვალები დახუჭეთ და იფიქრეთ თქვენთვის სასურველ მომავალზე. შემდეგ ამოიღეთ ხელები წყლიდან და სახეზე მოისვით საათის ისრის მიმართულებით. ასეთი წესით საკმაოდ ბევრმა მალევე იპოვა სასურველი მეორე ნახევარი. 
– ის ინგრედიენტები, რაც ლარნაკში ყრია, ახალი წლის შემდეგ სად წავიღოთ?
– 1 იანვარს, დილით, ამოიღეთ კვერცხი და ვარდის ფურცლები, წყალი სახლის შესასვლელთან მოასხით, კვერცხი საწოლის ქვეშ დადეთ, ვარდის ფურცლები კი ჩანთით ატარეთ, სანამ სასურველ მეორე ნახევარს იპოვით. ამ უბრალო და მარტივმა რიტუალმა ბევრი მარტოხელა ადამიანის ცხოვრება შეცვალა სასიკეთოდ და ოჯახური იდილია მოუტანა. თუ პრობლემები გაქვთ მეუღლესთან, შეგიძლიათ, შემდეგი რიტუალი ჩაატაროთ: 25, 27, 29  და  30 დეკემბერს, დილით, სველი წესით დაალაგეთ სახლი; ოთახის კუთხეებში დააწყვეთ შაქრის ნატეხები, მარჯვენა ხელით აიღეთ გამჭვირვალე კრისტალი, მარცხენა ხელში კი ზარი და ზარის წკრიალით შემოიარათ ოთახები. ეს რიტუალი, სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენი და მეუღლის ურთიერთობაზე და მომავალ წელს აუცილებლად გაგიმართლებთ ოჯახურ თანაცხოვრებაში. ზოგადად, 25 და 31 დეკემბერი საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკული დღეებია, როცა შეგიძლიათ თქვენი სურვილების რეალიზება და, თუ ზუსტად 12 საათზე გულით ჩაუთქვამთ სურვილს ანთებულ წითელ სანთელს, ის მომავალ წელს აუცილებლად აგიხდებათ.
– ესე იგი, წინასაახალწლო დღეებში დიდია იმის ალბათობა, რომ სასურველი ბედიც მოიზიდო, მეუღლესთან კონფლიქტიც მოაგვარო და მომავალი წლის სურვილებიც ისე ჩაუთქვა, რომ აუცილებლად ახდეს?
– სწორედ ასეა და ამიტომაც მინდა, ეს რიტუალები იმ ადამიანებმა სცადონ, ვისაც არ სჯერათ, მერე შედეგებით გაოცებული  მათი სახეები დავინახო (იცინის). ხომ იცით ნათქვამია: ბედმა თქვა, რას მელი, დამეხმარე, ხელი მოგიმართოო. ჰოდა, თქვენს ბედს თავად უნდა დაეხმაროთ. დამიჯერეთ, ეს რიტუალები ძალიან მოქმედებს და ამართლებს. ბევრ ჩემს ნაცნობ გოგონას აპოვნინა სასურველი საბედო და ბედნიერი ოჯახებიც შექმნეს. ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერებას და მიხარია, ქალის გაღიმებულ სახეს რომ ვხედავ. ამიტომაც გაგანდეთ ბებიის ნასწავლი ეს რიტუალები. დამეთანხმეთ, რომ ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია და თანაც პირად ცხოვრებას იწყობთ. 
– გამოდის, რომ პრობლემის გადაჭრა ცხოვრებაში არც ისე რთულია? 
– რასაკვირველია. ჩვენ თავადვე შეგვიძლია, ცვლილებები შევიტანოთ ცხოვრებაში. მართალია, ბევრი მიიჩნევს, რომ ცვლილებები ყოველთვის ბუნებრივ გარემოებებთან და მოვლენებთან არის დაკავშირებული და თავს არიდებს რადიკალურ მოქმედებებს მის შესაცვლელად. მაგრამ, როგორც გითხარით, საქმე გაცილებით მარტივადაა. მაგალითად, ინტერიერის შეცვლითაც კი შეგიძლიათ, შეცვალოთ ყველაფერი თქვენ გარშემო.
– ეს როგორ ხდება და რა გავაკეთოთ ამისთვის?
– ოჯახის დასაცავად მთავარი ყურადღება უნდა მიაქციოთ სააბაზანო და საძინებელ ოთახს. აუცილებლად დადგით საძინებელში პატარა შანდალი, რომელშიც ყოველთვის იქნება ჩადგმული წითელი სანთელი. მის ენერგეტიკას შეუძლია, დაგეხმაროთ ოჯახური პრობლემის მოგვარებაში. სააბაზანოში კი ნუ დაალაგებთ თქვენი პირადი ჰიგიენის საგნებს სხვების დასანახავად, რადგან ეს თქვენს ბედ-იღბალზე ცუდად აისახება. ასე რომ, ყველა დეტალს უნდა მიაქციოთ ყურადღება. იმ ოჯახში, სადაც სულ ჩხუბი და კამათია, საკმაოდ მძიმე ენერგია გროვდება, რაც ადამიანის აურაშიც აღწევს. ეს კი, გარდა იმისა, რომ ოჯახის წევრებთან და გარშემო მყოფებთან ურთიერთობას გიფუჭებთ,  თქვენს ჯანმრთელობასაც აზიანებს. ახლა გასწავლით მეთოდს, როგორ გაანეიტრალოთ ბინაში მსგავსი ცუდი ენერგეტიკა და დაეხმაროთ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც, შექმნათ ირგვლივ პოზიტიური აურა და ჰარმონიული გარემო: შეიძინეთ ბუნებრივი, გამჭირვალე კრისტალები, ყოველ დამით დააწყვეთ ისინი ოთახში, სხვადასხვა ადგილას, დილით კი გამდინარე წყალს შეუშვირეთ. კრისტალი კარგად ისრუტავს სახლის ცუდ აურას, ხოლო გამდინარე წყალი მას ამ ენერგიებს ადვილად ჩამორეცხავს. ამიტომ, თუ გსურთ, თქვენი ბინა ყველასთვის თბილი და მშვიდი იყოს, ახლობლებს სიამოვნებდეთ თქვენთან სტუმრობა, ეს გარემო გამჭირვალე კრისტალების დახმარებით თავად უნდა შექმნათ. 
– გამიგია, რომ სურნელოვანი ჩხირების ანთებითაც გარკვეულ ენერგეტიკას ვიზიდავთ სახლში. 
– სურნელოვანი ჩხირები მაშინ უნდა აანთოთ სახლში, როცა, უცხო სტუმარს ელით – მისი არომატი უცხო ადამიანის მიერ თქვენს ბინაში შემოტანილ უარყოფით ენერგიას მალევე გაანეიტრალებს და თქვენდამი მის კეთილგანწყობას ერთიორად გაზრდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები