2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

213-ე საბავშვო ბაღში სამართალდამცავები მუშაობენ - მშობელმა ბავშვს იარაღი მისცა

213-ე საბავშვო ბაღს საპატრულო პოლიცია ამოწმებს. პოლიცია ბაღში შეტყობინების საფუძველზე მივიდა.

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდ დიღომში მდებარე 213-ე ბაღში ერთერთი ბავშვის მშობელს იარაღი ჰქონდა.

დირექტორის თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ბავშვის მამა ნასვამ მდგომარეობაში საბავშვო ბაღში იარაღით მივიდა. მან იარაღი 5 წლის შვილს მისცა და მოუწოდა, ვინც არ მოსწონდა, მისთვის ესროლა.

ბავშვს იარაღი მასწავლებელმა გამოართვა, რომელიც ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაშია და სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ უამბობს. 

ბაღის დირექტორის თქმით, ზუსტად არ იციან რა ტიპის იარაღი იყო. მისი თქმით, არც მშობლები და არც მისი შვილები მომხდარის შემდეგ ბაღში არ გამოჩენილან.


http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=59508

კომენტარები

მსგავსი სიახლეები