ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი საქმიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. ფრანგი დიპლომატი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით გამართავს. კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენს.
ბერნარდ კუშნერს აეროპორტში ჯანდაცვის მინსიტრი დავით სერგეენკო და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი დახვდნენ.
ბერნარ კუშნერმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე საქართველოში ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა: "გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიმყოფებოდი და მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი. არა მხოლოდ მოგონებების თვალსაზრისით, არამედ იმიტომ, რომ ვარ და ვმუშაობ თქვენთან ერთად. ვარ "გლობალური ალიანსის“ თავმჯდომარე. ეს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც მუშაობს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სურვილი იყო ჩამოვსულიყავი და დავხმარებოდი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმების განხორციელებაში. რა თქმა უნდა, დეტალებზე არ ვისაუბრებ. ჩვენ გვაქვს სამუშაო შეხვედრა მინისტრთან ვიზიტი ფაგლებში. თქვენს ქვეყანას სჭირდება აღნიშნული რეფორმა. დღეს მნიშვნევლოანი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, მისი გაუმჯობესების ერთ-ერთი წინაპირობა, სწორედ გამართული ჯანდაცვის სისტემაა. ის იცვლება თითქმის, ყოველდღიურად და ყოველწლიურად. თქვენი ქვეყანა ამ ეტაპზე ამ ცვლილების შუა გზაზეა. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ და გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მოგაწოდოთ იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შევცვალეთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საფრანგეთში. მზად ვარ ვიმუშაო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე მინისტრთან ერთად.“
საქართველოს ჯანდაცვის მინსიტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ბერნარ კუშნერს ძალიან დიდი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, კერძოდ, ფრანგი დიპლომატი 2008 წელს რუსეთ - საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში სტუმრობდა და ქვეყანას მშვიდობა მოუტანა. გარდა ამისა, ბერნარ კუშნერის ჯანდაცვის რეფორმებში ჩართულობა უზრუნველყოფს მსოფლიო გამოცდილებაზე წვდომასა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას. „ბატონი კუშნერი განათლებით ექიმია და განხორციელებული აქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც ახლაც მიმდინარეობს და წარმატებულია. ჩვენ ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ბატონ კუშნერს ახლა უკვე სხვა ამპლუაში ვეთანამშრომლოთ დ ადაგვეხმაროს რეფორმების განხორციელებაში. ის დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. კუშნერი იქნება ჩვენი კონსულტანტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის და, ზოგადად, ჯანდაცვის რეფორმის საკითხებში. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება საფუძველი კიდევ ერთი ნაბიჯისა ახალი სტრატეგიული დაგეგმარებისთვის ქართულ ჯანდაცვის სისტემაში. ეს არის დასაწყისი იმ ახალი თანამშრომლობისა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება. „გლობალური ალიანსთან““ თანამშრომლობა აპრილში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ნათლად დაგანახეთ, რომ ეს თანამშრომლობა შედგა“.
3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრანგი ექიმი და პოლიტიკოსი მთავრობის წევრებს, სამედიცინო საზოგადოებასა და სტუდენტებს შეხვდება. 21 ნოემბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკენეში - საქართველო და მსოფლიო, რომელზეც მომხსენებელი საპატიო სტუმარი ბერნარ კუშნერი იქნება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გლობალური ალიანსის ერთობლივ კონფერენციაზე განხილული იქნება ჯანდაცვის სფეროს ძირითადი მიმართულებები:
საქართველოში ვიზიტს ბერნარ კუშნერი მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას შეაჯამებს. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ ფრანგ პოლიტიკოსს მათთვის საინტერესო თემაზე დაუსვან კითხვები.
ბერნარ კუშნერი საქართველოს 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში სტუმრობდა და სარკოზისთან ერთად საქართველოს მშვიდობა მოუტანა. ამჯერად, მისი სტატუსი განსხვავებულია. იგი ახლახანს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენს.
პოპულარული ფრანგი პოლიტიკოსი, დიპლომატი და ექიმი, ბერნარ კუშნერი დაიბადა 1939 წლის 1 ნოემბერს, ქალაქ ავინიონში. იგი სამჯერ 1992-1993,1997-1999, 2001-2002 წლებში იყო საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, ხოლო 2007-2010 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი იყო 1971 წელს, პარიზში ერთ ერთი დამფუძნებელი ორგანიზაციისა „ექიმები საზღვრებს გარეშე“(Médecins sans frontières), რომელმაც მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთა სამედიცინო დახმარებისათვის უდიდესი სამუშაო გასწია. აღნიშნულის გამო, ორგანიზაციას 1999 წელს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში.
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები