2 1 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სიფრთხილე გმართებთ მუშაობისას, განსაკუთრებით, ახალი საქმეების დაწყებისას, რათა არ დაუშვათ შეცდომები. სხვა დღისთვის გადადეთ დღეს დაგეგმილი მივლინება. ფინანსები მოზომილად ხარჯეთ. მოსალოდნელია შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან. 

კურო
მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დიპლომატიურად მოაგვარეთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. მთელი დღის განმავლობაში ახალ-ახალი იდეების მოფიქრებაში იქნებით, ჩაიწერეთ ისინი, რათა არ დაგავიწყდეთ. 

ტყუპი
უფროსთან ურთიერთობა დიპლომატიურად მოაგვარეთ. ახალი საქმეების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან. კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების დასარეგულირებლად. საოჯახო დღესასწაულის მოსაწყობად. ნაყოფს მოგიტანთ ის საქმე, რომელსაც უკვე დაღუპულად თვლიდით. 

კირჩხიბი
აქტიური შემოქმედებითი დღეა. წარუმატებლობა ხანმოკლეა და შუადღის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. თავს უფრო მობილიზებულად, მხნედ იგრძნობთ და ყველა საქმეს მარტივად გაუმკლავდებით. 

ლომი
დილიდან ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას ნუ ეცდებით. შესაძლოა, ცხოვრებაში ცვლილებები მოგინდეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარეთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. 

ქალწული
უფროსთან ურთიერთობისას მეტი თავდაჭერა და ფაქტების სისწორე მოგეთხოვებათ. მოერიდეთ გადაღლას, გაუფრთხილდით ნერვებს. კარგი დღეა დიდი ხნის უნახავ, განაწყენებულ მეგობრებთან ურთიერთობის აღსადგენად. საღამოს საყვარელ ადამიანთან შეხვედრა პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ. 

სასწორი
რამდენიმე საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ, მაგრამ დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით. დილით გამოიძინეთ და ენერგიააღდგენილი შეუდექით მუშაობას. დღეს მოსალოდნელია გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა. 

მორიელი 
მოერიდეთ რთული საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. სხვა დღისთვის გადადეთ ფინანსური საკითხების მოგვარება, დოკუმენტების გაფორმება. ოჯახის წევრები სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებენ. 

მშვილდოსანი
დღეს მოულოდნელი სიახლეები და მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. სიფრთხილე გმართებთ უფროსთან ურთიერთობისას. მოერიდეთ გადაღლილობას. 

თხის რქა
მუშაობისას გაბედულად იმოქმედეთ, გამარჯვება თქვენს მხარესაა. ფინანსები მოზომილად ხარჯეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. 

მერწყული
სამსახურის საქმეების პარალელურად საოჯახო საკითხები მოაგვარეთ. მოერიდეთ ურთიერთობს გარჩევას ნათესავებთან; განსაკუთრებით მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით. კარგი დღეა საყიდლებისთვის. 

თევზები
სამსახურში არ გაიღალოთ, გაუფრთხილდით ნერვებს. კონსულტაციისთვის სპეციალისტებს მიმართეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები