2 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებისთვის. მოერიდეთ პირად ცხოვრებაზე საუბარს, ახლობლებთანაც კი; სამსახურებრივი რომანის გამო შეიძლება კოლეგებმა გაგკიცხონ. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. 

კურო
კარგი დღეა საქმეების მოსაგვარებლად; განსაკუთრებით გაუმართლებთ კომერსანტებს. მოიწესრიგეთ პირადი ცხოვრება; შეყვარებულებმა გადაწყვიტეთ დაქორწინება. 

ტყუპი
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას; დაასრულეთ უკვე დაწყებულები. მოსალოდნელია შეხვედრები, ახალი პროექტების განხილვა. ზოგიერთს ახალ საქმიანობას შესთავაზებენ. 

კირჩხიბი
მოაწესრიგეთ საქმიანი დოკუმენტები. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. გადაიხადეთ ვალები, გადასახადები. წარმატებული დღეა და აქტიურად იმოქმედეთ. 

ლომი
მოერიდეთ ამბიციების გამოხატვას. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. საღამოს შეხვდით მეგობრებს და იმხიარულეთ. 

ქალწული
დაასრულეთ დაწყებული პროექტები. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. მეტი მზრუნველობა გმართებთ ბავშვების მიმართ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

სასწორი
გავლენიანი ადამიანების დახმარებით დაგროვილი საქმეების მოგვარებას შეძლებთ. მუშაობისას მეტი ყურადღება გმართებთ. უმნიშვნელო შეცდომაც კი ფინანსურ დანაკარგს მოგიტანთ. სიფრთხილე გმართეებთ საჭესთანაც. 

მორიელი 
საქმიანი, დატვირთული დღე გელით. მოსალოდნელია შეხვედრები და მიმდინარე პროექტების განხილვა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაანალიზეთ ყველა სიტუაცია. 

მშვილდოსანი
ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. დახმარებისთვის გავლენიან მეგობრებს მიმართეთ. წარმატებული დღე ელით ბიზნესსაქმიანობაში.

თხის რქა
დროს თუ სწორად გადაანაწილებთ, ყველაფრის გაკეთებას მოასწრებთ. დღეს მამაკაცებმა საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინონ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. 

მერწყული
დღევანდელი დღე ფულის ხარჯვას მოითხოვს და მუშაობისას - დაკვირვებას. აკონტროლეთ და აანალიზეთ სიტუაცია. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. 

თევზები
კარგი დღე ელით ინტელექტუალ და შემოქმედ ნიშნებს. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები; თანამოაზრეებთან ერთად - შემოქმედებითი იდეები. ზოგიერთი ძველ შეყვარებულებთან აღადგენს ურთიერთობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები