2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო . http://rustavi2.com/ka/news/30925

"რუსთავი 2" აღნიშნავს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, განჩინება 5 ნოემბერს გამოქვეყნა. განჩინების მეხუთე მუხლში ურთმელიძე მიუთითებს, რომ "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დროებით მმართველად დაინიშნოს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი".

მეექვსე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.
მეშვიდე პუნტქტით კი მოსამართლე ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა.
ურთმელიძე განჩინებაში ასევე წერს: "დროებით მმართველს განემარტოს, რომ თუ ის (ისინი) არ შეასრულებს საწარმოს კეთილსინდისიერად მართვის მოვალეობას, იგი საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ვალდებულებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ".

ურთმელიძე აქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება განჩინების გამოქვეყნებისთანავე უნდა აღსრულდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები