2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან არ ღირს კამათი და როდის ხდებიან ისინი საშიშნი

თუ ვინმემ გაწყენინათ და მისთვის სამაგიეროს გადახდა გსურთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა იმალება მის შინაგან სამყაროში, საშიშია თუ არა მისი განაწყენება და რას მოგიტანთ მასთან დაპირისპირება. ასე რომ, გაიგეთ რომელი ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული კონკრეტული ადამიანი და გააზრებულად იმოქმედეთ. 
ვერძი – გაურბის კონფლიქტურ სიტუაციებს, თავდაჯერებული და ეგოისტია. არ არის ბოროტი, მაგრამ მისი გაბრაზება საშიშია. თქვენს ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მისი რეაქცია სწრაფი და დაუნდობელი იქნება. ის გულს გატკენთ და პირში მოგახლით ყველაფერს. ამიტომ მასთან არ ღირს კამათი. თუმცა, წყენას დიდხანს არ იხვევს გულში და არც შურისძიებას დაიწყებს.
კურო – მოქმედებს გააზრებულად და აუჩქარებლად. არ არის მლიქვნელი. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის წყობიდან გამოყვანა არც ისე ადვილია. მაგრამ, თუ ერთხელ აიცრუა თქვენზე გული, ჩათვალეთ, რომ მისთვის აღარ არსებობთ და არც მეორე შანსი მოგეცემათ. 
ტყუპები – კამათის დროს საკუთარ თავს ამხელენ. არამყარი ბუნება აქვთ და არც გრძნობებს მალავენ. შურისძიებაში კი ნამდვილად ვერ შეედრებით. შეუძლიათ, არა მარტო ჩხუბით, არამედ, ინტრიგებითა და ჭორებით გაგითხარონ სამარე. ასე რომ, თუ რეპუტაციას უფრთხილდებით, მათთან კონფლიქტს ნამდვილად არ გირჩევთ. 
კირჩხიბი – მისთვის გულისტკენა ძალიან ადვილია და შურის საძიებლად მხოლოდ საკუთარი გეგმით მოქმედებს. პირველ დარტყმას ის თქვენს ღირსებაზე გააკეთებს და ამით გაგრძნობინებთ, რომ თქვენზე ძლიერია. ყველაფერს მოიმოქმედებს, რომ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნოთ. 
ლომი – მართალია, ლომები მოთმინების უნარით არიან დაჯილდოებულნი, მაგრამ, თუ ზღვარს გადახვალთ, მათზე საშიში მტერი არ გეყოლებათ. ამიტომ, ნუ იქნებით მასთან მკაცრი და მომთხოვნი. განსაკუთრებით მოერიდეთ არ შეულახოთ თავმოყვარეობა, რადგან ამას ცხოვრების ბოლომდე არ გაპატიებთ.
ქალწული – მისი გაბრაზება ძალიან ადვილია და არც შურისძიებაზე იხევს უკან. ყველა ძალას იხმარს, რომ სამაგიერო გადაგიხადოთ. მასთან არც მობოდიშება ჭრის და ვერც საჩუქრებით მოიგებთ მის გულს. უბრალოდ, უნდა გახსოვდეთ, რომ მისი გაბრაზება ძვირად დაგიჯდებათ და შემდეგ გულს ვეღარ მოულბობთ.
სასწორი – ხშირად იბუტებიან და ადვილად ვერ ივიწყებენ წყენას, მაგრამ, მათი გულის მონადირება და შემორიგებაც ძალიან ადვილია. არ უყვართ სამაგიეროს გადახდა და არც შურს იძიებენ ვინმეზე. ურჩევნიათ, დიპლომატიური მეთოდებით გაარკვიონ ურთიერთობები და ამით ადვილად აიცილონ თავიდან სკანდალები და გაუგებრობები.
მორიელი – სხვების მიმართ ყურადღებიანი არიან და იმავეს მოითხოვენ ყველასგან. შესაძლებელია, ისეთ რამეზე დასწყდეთ გული, რასაც თქვენ ყურადღებასაც არ მიაქცევდით. თუ გაბრაზდა, უნდა მოერიდოთ, რადგან „მორიელის” ნაკბენს დიდხანს ვერ მოიშუშებთ.
მშვილდოსანი – შურისძიების მოყვარული ნატურაა. არ ერიდება საზოგადოებას და არ არის გამორიცხული, ბევრი ადამიანის თვალწინ მოგაყენოთ შეურაცხყოფა. მისთვის მთავარია, წყენაზე სასწრაფო და ადეკვატური პასუხი გაგცეთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად და როდის გამოხატავს ამას. 
თხის რქა – ადვილად ვერ გამოიყვანთ წყობიდან, მაგრამ, თუ ეს მოახერხეთ, დანდობას ნუღარ ელით. უყვარს სიტუაციის კონტროლი და შურისძიებისთვის აუცილებლად სხვებს დაიხმარს. შესაძლოა, თქვენ აღარც კი გახსოვდეთ, რა აწყენინეთ, ის კი ამ წყენას ცხოვრების ბოლომდე არ დაივიწყებს.
მერწყული – მისთვის შურისძიება გართობაა და არა ბოროტება. შეუძლია, ერთი ხელის მოსმით დაივიწყოს თქვენთან ურთიერთობაში გატარებული ბედნიერი წუთები: დაგცინოთ, დაგამციროთ და ამით თავად მიიღოს სიამოვნება. ამიტომ, ეცადეთ, არ გამოიყვანოთ წყობიდან და არ გახდეთ მისი სამიზნე. 
თევზები – გულისტკენისას აზრს არ იცვლიან და ცდილობენ, ყველა კავშირი და ძალა გამოიყენონ თქვენ გასანადგურებლად. წყენას გულში იტოვებენ და, როდის აფეთქდებიან, თავადაც არ იციან. არ არის გამორიცხული, ისეთ დროს დაგიპირისპირდნენ, როცა არ ელით და არც მათი განაწყენების მიზეზი გახსოვთ.

მიხეილ ცაგარელი http://tbiliselebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები