2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საკუთარ თავში ახალ ნიჭსა და შესაძლებლობებს აღმოაჩენთ. ახალი ჰობი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას მოგცემთ. კარგი დღეა ბიზნესის გასაფართოებლად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, ვისზეც ფინანსურად ხართ დამოკიდებული. 

კურო
მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. ახალი პროექტები პარტნიორებთან ერთად მშვიდ გარემოში განიხილეთ. კარგი დღეა დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად. ყველა წამოწყებაში წარმატება გელით. 

ტყუპი
ენერგიული ხართ და ოპტიმისტურ განწყობაზე, რაც საშუალებას მოგცემთ წარმატება მიაღწიოთ მიმდინარე საქმეებში და ახალი მწვერვალები დაიპყროთ. საღამოს საკუთარი თავი გემრიელი კერძით გაანებივრეთ. 

კირჩხიბი
მატერიალური და სხვა საჭირბოროტო საკითხები კომპეტენტურ პირებთან ერთად განიხილეთ. საქმეებით გადაღლილმა საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ და რაც მთავარია, გამოიძინეთ. 

ლომი
სამსახურის საქმეების პარალელურად ნურც ოჯახურ მოვალეობებს დაივიწყებთ. პროფესიონალურ საქმიანობაში წარმატება გელით. დღეს აღსავსეა სასიამოვნო მომენტებით. 

ქალწული
მოვალეობებითა და საქმეებით გადაღლილს დღეს ოცნება გაგიტაცებთ. ზოგიერთები თბილ ქვეყნებში გადაწყვეტენ მოგზაურობას. ამიტომ, შეეხმიანეთ ტურისტულ კომპანიებს. 

სასწორი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა საყიდლებისთვის. ზოგიერთმა სამომავლო გეგმები შეადგინეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული შეხვედრა მოუწყვეთ

მორიელი 
წვრილმანებზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ და ნურც ნერვებს მოიშლით. განახორციელეთ დასახული მიზნები. გაითვალისწინეთ გარშემო მყოფების რჩევები და მათი გამოცდილება. 

მშვილდოსანი
სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების გაფორმება. დღეს მეტად დაისვენეთ. საღამო მშვიდ, მეგობრულ გარემოში გაატარეთ. 

თხის რქა
კარგი დღეა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ახლობლები თხოვნის გარეშეც დაგეხმარებიან. საღამოს შინაურულ გარემოში დასვენების საშუალება მოგეცემათ. 

მერწყული
დაგროვილი პრობლემების მოგვარებას ნელ-ნელა შეძლებთ. მთავარია, დაკვირვებულად იმოქმედოთ. მოერიდეთ ახლობლებთანაც კი გულახდილ საუბრებს, საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებას. 

თევზები
დღეს მარტივად მოაგვარებთ ყველაზე რთულ საკითხსაც კი. დღის პირველ ნახევარში დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, ხელშეკრულებების გაფორმება, რათა საღამო საყვარელ ადამიანთან შეხვედრას და სუფთა ჰაერზე გასეირნებას დაუთმოთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები