2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არაფერი ცხოვრებაში არ ჩამიდენია ისეთი, რომლის გამოქვეყნებაც იქნებოდა იმაზე უარესი, ვიდრე ჩემი დღეს რუსთავი2-დან გაქცევა"


19:15 21.10.2015["პრესა.ჯი"]

ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის პირადპირ ეთერში გააკეთა საგანგებო განცხადება იმის შესახებ,რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებიან.

"მე მგონია, რომ შანტაჟის ყველაზე სწორი გზა არის საუბარი ამაზე. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სიკეთე დევს სასწორზე, ვიდრე ჩემი პირადი კეთილდღეობა ან ა.შ. დღეს სასწორზე რუსთავი2-ის მაუწყებლობაზე მნიშვნელოვანი რამეც დევს. დღეს სასწორზე დევს ქვეყნის მომავალი, ქვეყნის დემოკრატიის მომავალი. 

პირდაპირ მივმართავ ხელისუფლებას- ატვირთეთ რაც გნებავთ, თავიც ჩემია ფეხიც და ყველა დეტალიც. ჩემთვის არის ღრმად სულ ერთი ჩემი პირადი ცხოვრება არის ჩემი პირადი ცხოვრება და არ ეხება სხვას. თუ მე ვარ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის მსხვერპლი ამისთვის აუცილებლად გაგებინებთ პასუხს, არა ურთმელიძის არამედ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. არაფერი ცხოვრებაში არ ჩამიდენია ისეთი, რომლის გამოქვეყნებაც იქნებოდა იმაზე უარესი, ვიდრე ჩემი დღეს რუსთავი 2-დან გაქცევა.

ჩემი კოლეგების, იმ ადამიანების ღალატი ვის წინაშეც პასუხისმგებლობა ავიღე და გავყვები აუცილებლად ბოლომდე და რაც მთავარია, ჩვენი ტელემაყურებლების ღალატი. ამას მე არ ჩავიდენ არც ერთი შანტაჟის და გადაწყვეტილების სანაცვლოდ. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს ხვალ მოსამართლემ ხვალინდელი გადაწყვეტილება არის აპრიორი უკანონო. 

ჩვენ არ ვაპირებთ მის აღსრულებას. ჩვენ ვაპირებთ მაუწყებლობას იმ ფორმატით რაც გვაქვს. იმ ვითარებაში თუ იქნება კომპანიაში ძალისმიერი შემოჭრა ჩვენ დავიცავთ ძალისმიერად თავს. არ ვაპირებთ დავთმოთ ტელეკომპანია ჩვენი სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივა. ყველასთვის გასაგებია რა ხდება ქვეყნაში,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები