2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ერთი ადამიანი დააკავეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს.  აქტივისტებმა ოფისში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს. ერთ-ერთი მცდელობის დროს "თავისუფალი თაობის" ერთ-ერთმა წევრმა ჯემალ დუაძემ ოფისის მიმართულებით ბოთლები ისროლა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. ჯემალ დუაძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის დამნაშავე ორგანიზაცია, თუმცა ისინი აპირებდნენ მშვიდობიანად ოფისში შესვლას და სიმბოლურად ბოთლების შეტანას, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. 
ჯემალ დუაძის დაკავების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ვითარება  განიმუხტა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები