2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ურთმელიძეს ამ მომენტამდე არ მიუღია გადაწყვეტილება - აიცილებს თუ არა, რუსთავი 2-ს საქმეს

პროკურატურის მძევალ მოსამართლეს, თამაზ ურთმელიძეს ამ მომენტამდე არ მიუღია გადაწყვეტილება - აიცილებს თუ არა, რუსთავი 2-ს საქმეს. მიუხედავად იმისა რომ ადვოკატებმა დაასაბუთეს შუამდგომლობა იმის შესახებ თუ რატომ არ უნდა განიხილოს საქმე მოსამართლე ურთმელიძემ.

"მსგავსი გადაწყვეტილება არ მიმიღია", - ასე უპასუხა მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი2-ის იურისტს კითხვაზე თავად ხომ არ აპირებდა მოსამართლი საქმიდან თვითაცილებას.

მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ საქალაქო სასამართლოში რუსთავი2-ის იურისტებმა მოითხოვეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობის წარსადგენად აუდი-ვიზუალური საშუალებების გამოყენება, მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სხომაზე ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა.

პროცესზე შესვენების გამოცხადებამდე განცხადება გააკეთა ტელეკომპანია საქართველოს წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა. მან მოსამართლეს ის მიზეზები გააცნო, რის გამოც რუსთავი2-ის წარმომადგენლები მის აცილებას ითხოვდნენ.

საქალაქო სასამართლოს ეზოში, რუსთავი 2-ს ათასობით ადამიანი უცხადებს მხარდაჭერას. ხალხის ნაკადი ამ დრომდე არ წყდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები