2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სრული კატასტრობა "ქართული ოცნებისათვის" - NDI-ის ახალი კვლევა


11:58 17.10.2015[პრესა.ჯი]ქართული ოცნება პოზიციებს თმობს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ პარტიას გაცილებით ნაკლები მისცემდა ხმას, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას. 

NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა , "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი 13%. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა: კატეგორია "არ ვიცი" აირჩია 35%, "არც ერთი პარტია" – 14%, "უარი პასუხზე" – 13%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 13%, კოალიცია "ქართული ოცნება" – 11%, ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატები" და "პატრიოტთა ალიანსი" 4-4%, "ლეიბორისტული პარტია" 3%. ასევე 3% მოდის კატეგორიაზე – "სხვა".

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები