2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არ გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. შანსი მოგეცემათ დაასრულოთ უკვე დაწყებული საქმეები და დაიწყოთ დიდი ხნის ნაფიქრი პროექტების განხორციელება. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. 

კურო
დილიდან პოზიტიურ განწყობაზე იქნებით. კარგი დღეა ნათესავებისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შესაძენად, სიურპრიზების მოსაწყობად. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

ტყუპი
სხვადასხვა სფეროში პოზიტიური ცვლილებებისთვის მოემზადეთ. პირად ცხოვრებაში შეიძლება მორიგი თაფლობის თვე დაგეწყოთ. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად. საღამო ოჯახში, ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, როგორ მიაღწიოთ წარმატებას სამსახურში და იმოქმედეთ. არ გაგიჭირდებათ ყველაზე ორიგინალური იდეების განხორციელებაც კი. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული და დაუვიწყარი საღამო მოუწყვეთ. 

ლომი
კარიერული წინსვლა, დაწინაურება გელით. კოლეგებსა და უფროსს ორიგინალური იდეით მოხიბლავთ. კარგი დღეა ცვლილებებისთვის, მათ შორის, ავტომობილის შესაცვლელადაც. ყურადღება არ მოაკლოთ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს. 

ქალწული
საქმიანი შეხვედრები თბილ, მეგობრულ გარემოში დანიშნეთ. ახლობლებს მზრუნველობის გარეშე ნუ დატოვებთ, ნუ ეტყვით ნათესავებს დახმარებაზე უარს. საღამოს მეგობრებთან ერთად ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეთ. 

სასწორი
აქტიურობის დროა! დაიწყეთ იდეების განხორციელება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინოთ. საღამოს ხარჯი მოიმატებს; ზოგიერთს ოჯახის წევრებისთვის ძვირად ღირებული საჩუქრის - ტელევიზორის, სმარტფონის, მობილურის - შეძენა მოუწევს. 

მორიელი 
მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. კარგი დღეა გეგმების განსახორციელებლად. ნებისმიერი საქმე, უთანხმოება თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული მოგზაურობა მოიწყვეთ. დადებითი ემოციები და შთაბეჭდილებები გელით. 

მშვილდოსანი
საოჯახო ან სამსახურის საქმეები დღის პირველ ნახევარში დაასრულეთ. მეორე ნახევარი ან მეგობრებთან ერთად გართობას დაუთმეთ, ან შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. კარგია აგრეთვე, ბავშვებთან ერთად თამაში.

თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, მატერიალური მდგომარეობა. მოსალოდნელია მივლინება და საქმიანი შეხვედრები. საღამოს მეგობრებს წვეულებაზე მიპატიჟებაზე უარი არ უთხრათ, დროის სასიამოვნოდ გატარება გელით. 

მერწყული
კარგი დღეა იდეებისა და გეგმების განსახორციელებლად, გააქტიურდით! წარმატებით დასრულდება საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. გამონახეთ დრო საყიდლებისთვის. საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდით. 

თევზები
დღეს გულის კარნახით უნდა იმოქმედოთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს, ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. გამონახეთ დრო ახალი ფილმის სანახავად, ან ახალი წიგნის წასაკითხად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები