0 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კონკურსი „მიკრომეწამე 2015“ გრძელდება

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია და MFC (მიკროსაფინანსო ცენტრი, პოლონეთი) პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად ატარებს კონკურსს „მიკრომეწარმე 2015“.

ინოვაციური პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მეწარმეობის განვითარებას და  გამოავლინოს საუკეთესო მიკრომეწარმეები, რომლებიც  წარმატებით უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესს. 

კონკურსზე განაცხადების მიღება ივლისის თვეში დაიწყო და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ კომპეტენტური ჟიური გამოავლენს  ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ მიკრომეწარმეს: წლის საუკეთესო მიკრომეწარმე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მიკრომეწარმე;  წლის საუკეთესო ქალი მიკრომეწარმე; წლის ყველაზე ინოვაციური მიკრომეწარმე და წლის სოციალურად ორიენტირებული მიკრომეწარმე. ამა წლის 30 ნოემბერს ჩატარდება საზეიმო გალა დაჯილდოვება. კონკურსის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენს, და იგი ხუთ გამარჯვებულს შორის გადანაწილდება. წლის საუკეთესო მიკრომეწარმე 5 000 ლარით იქნება დაჯილდოვებული.

„მიკრომეწარმე 2015“-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია ინდივიდუალურ მეწარმეს, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მის მიერ ორგანიზებული საქმე (ბიზნესი) ან კომპანიის მფლობელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 10-მდე ადამიანი. პროექტის პირობების მიხედვით კონკურსანტი უნდა იყოს მიკრომეწარმე, რომელიც არის, ან წარსულში გახლდათ საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის (microfinance.ge) წევრი ფინანსური ორგანიზაციების მსესხებელი და აღებული სესხი ეფექტურად მოახმარა ბიზნესის განვითარებას. 

###

ინფორმაცია კონკურსის  შესახებ იხილეთ პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე:  award.microfinance.ge.

პროექტი ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით  პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....