0 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ავერსის“ შვილობილი კომპანია „მედალფა“ თბილისში მრავალპროფილურ, ამბულატორიულ სამედიცინო ცენტრს ხსნის

თბილისში ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას“ მრავალპროფილიანი კლინიკა იხსნება. კომპანია „მედალფა“ 2011 წლის 13 აგვისტოს დაარსდა და ამჟამად ოთხ მრავალპროფილიან საავადმყოფოს: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის სამედიცინო ცენტრებს, – აერთიანებს, ამიერიდან კი მათ რიცხვს თბილისის ამბულატორიული კლინიკაც შეემატება.

„მედალფას“ ახალი მრავალპროფილური, ამბულატორიული  სამედიცინო ცენტრი  წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და კომფორტული გარემო. კლინიკას 85–კაციანი სამედიცინო პერსონალი ჰყავს.

სამედიცინო ცენტრში  შესაძლებელია ოჯახის ექიმისა და ექიმ სპეციალისტების: კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, დერმატოვენეროლოგის, მამოლოგის, ანგიოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, უროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, რეპროდუქტოლოგის, გინეკოლოგის, ალერგოლოგის, პროქტოლოგის, ონკოდერმატოლოგის, ტრავმატოლოგის, ქირურგის, პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ბავშვთა ქირურგის, ბავშვთა კარდიოლოგის და სხვა. ცენტრში მიიღებთ როგორც სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას, აგრეთვე ჩაიტარებთ შემდეგი სახის კვლევებს, როგორიცაა:  ექოსკოპია, ციფრული რენტგენოგრაფია, სპირომეტრია, ელექტროკარდიოგრაფია, ენდოსკოპია, დერმატოსკოპია, ანოსკოპია, ინსემინაცია და  კლინიკური ლაბორატორიული კვლევები.

 

გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მედიის წარმომადგენლები, პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები, „ავერსის“ ხელმძღვანელები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....