0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასწრაფოდ: ბათუმში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.   ერთს გულის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული, ხოლო მეორეს - დანით.


როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძემ განმარტა, ბენზეს დასახლებაში სხვა გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცის დახმარება სთხოვეს. 

"გამოძახება შემოვიდა გვიან ღამით. ბრიგადა მივიდა ბენზეს დასახლებაში, ეძებდნენ კორპუსს, რა დროსაც მათ ხელი დაუქნია რამდენიმე ადამიანმა და დახმარება სთხოვეს. 28 წლის მამაკაცს გულში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ბრიგადა თავისთავად აღარ მისულა იმ გამოძახებაზე, მათ დაჭრილი მამაკაცი ჩასვეს მანქანაში და, დახმარების აღმოჩენის პარალელურად, გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. რამდენადაც ვიცი, საავადმყოფოში გაგრძელდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, ყველაფერი გაუკეთდა, მაგრამ სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა. ბენზეს დასახლებაში გამოძახებაზე სასწრაფო დახმარების მეორე ბრიგადა წავიდა", - აღნიშნა ბადრი პაქსაძემ. 

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 108-ე განზრახ მკვლელობის და 236-ე იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე.

მოკლულებიდან ერთი 25-ის, მეორე კი 28 წლის იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები