0 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
წარმატებას მიაღწევთ კარიერაში. თქვენს თხოვნას უყურადღებოდ ვერავინ დატოვებს. უბრალო გამვლელიც კი მზად იქნება თქვენს დასახმარებლად. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთანაც. 

კურო
მნიშვნელოვანი საუბარი მშობლებთან ან უფროსთან ხვალისთვის გადაიტანეთ. დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით მათ, ვინც თქვენზეა დამოკიდებული. ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან გაგიუმჯობესდებათ, თუ თავად მოინდომებთ. 

ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი წარსულში შესრულებული სამუშაოსთვის მიიღებს ანაზღაურებას. კარგი დღეა კარიერაში წარმატების მისაღწევად. არ იზარმაცოთ. 

კირჩხიბი
ყველა საკითხს თქვენს სასარგებლოდ მოაგვარებთ და ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემთ. საღამოს ოჯახურ წვეულებაზე არ დააგვიანოთ. 

ლომი
დღეს ისეთ ადამიანს შეხვდებით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ერთი ნახვით შეყვარება ელით. 

ქალწული
იდეალურ წესრიგს დაამყარებთ, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. უფროსს უყურადღებოდ არ დარჩება თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო და შეიძლება დაწინაურებაც შემოგთავაზოთ. სასიხარულო ამბავს ტელეფონითაც შეიტყობთ. 

სასწორი
რომანტიკული თავგადასავლის განწყობაზე ხართ, მაგრამ ისე არ მოიქცეთ, რომ თქვენი ახირების გამო სხვას პირადი ცხოვრება დაუნგრიოთ. საღამო შინაურულ გარემოში გაატარეთ. 

მორიელი 
დღეს თქვენი "ვარსკვლავური საათი" დადგება, გაგიმართლებთ სამსახურის საქმეებში, საუკეთესოდ აღიარებენ პროექტს, რომელზეც დიდხანს მუშაობდით. თუმცა, მიღწეულს ნუ დასჯერდებით, ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობაზე იფიქრეთ. 

მშვილდოსანი
გაუფრთხილდით საბუთებსა და ფინანსებს, მათ უკვალოდ ნუ გააქრობთ. თუმცა, გაზრდილი ხარჯის გამო ნერვიულობა არ ღირს, მატერიალური მდგომარეობა დღეს გაგიუმჯობესდებათ. 

თხის რქა

გავლენიანი ნაცნობების დახმარებით თქვენთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს მოაგვარებთ. ეცადეთ, გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. 

მერწყული
დღეს ფულს მაგნიტივით მიიზიდავთ. ზოგიერთს აზარტულ თამაშშიც გაუმართლებს. თუმცა, საღამოს რისკსა და აზარტს უნდა მოერიდოთ. 

თევზები
გარშემო მყოფებისთვის შეუცვლელი დამხმარე და მრჩეველი ხართ. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, ცოდნის გასაღრმავებლად. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები