0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით მწერლებისა და მხატვრებისთვის. დახმარებისთვის ნათესავებს მიმართეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

კურო
სიახლის ძიებაში შეიძლება ან ძველ საქმიანობას ან ჰობის დაუბრუნდეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულინარიული შედევრების შესაქმნელად. 

ტყუპი
მეგობრების დახმარებით სირთულეებს დაძლევთ და გეგმების განხორციელებას შეძლებთ. შემოქმედებითი იდეები კი ფურცელზე ჩაიწერეთ, რათა არ დაგავიწყდეთ. 

კირჩხიბი
სამსახურის საქმეების პარალელურად ნურც საოჯახო ვალდებულებებს დაივიწყებთ. შესაძლოა, ახალი დამხმარე გამოგიჩნდეთ, რომელიც შრომას შეგიმსუბუქებთ. საღამოს ვარსკვლავები სიურპრიზს გპირდებიან. 

ლომი
დღეს დახმარებისთვის მოგმართავენ და უარი არ უთხრათ. სწორედ თქვენი სიკეთისა და გულუხვობისთვის უყვარხართ მეგობრებსა და ახლობლებს. 

ქალწული
მართალია, მთელი დრო და ენერგია საქმისკენ გაქვთ მიმართული, მაგრამ ნურც საყვარელ ადამიანს დაივიწყებთ, თბილი მოპყრობითა და გულახდილი საუბრით გააუმჯობესეთ მასთან ურთიერთობა. 

სასწორი
სამსახურის საქმეები გაგიუმჯობესდებათ, თუ ინიციატივას გამოიჩენთ და კოლეგებს უხელმძღვანელებთ. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დიდი ხნის უნახავი მეგობრები გამოჩნდნენ. ზოგსაც საზღვარგარეთ გამგზავრებას შესთავაზებენ. 

მორიელი 
გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. ნუ ენდობით ჭორებს და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ მისთვის. 

მშვილდოსანი
ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და დაიწყეთ მათი განხორციელება. თუ გართობაზე არ მოცდებით, ყველაფერს დროზე გააკეთებთ. 

თხის რქა

დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ, რათა დღის განმავლობაში ვერავინ და ვერაფერმა შეძლოს თქვენი განაწყენება და კარგი განწყობა საღამომდე შეინარჩუნოთ. 

მერწყული
თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, რაც მომავალში ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. დღეს სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, განსაკუთრებით მძღოლ მერწყულებს. 

თევზები
დილიდან ენერგიული რომ იყოთ, უნდა ივარჯიშოთ, ირბინოთ. დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით. სამსახურის შემდეგ საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები