0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება მოგეცემათ. ზოგიერთს ახალ სამსახურს შესთავაზებენ. კარგი დღე ელით პოლიტიკოს და სახელმწიფო მოღვაწეებს. 

კურო
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, წვეულებებსა და დღესასწაულებს; ალკოჰოლის (ნარკოტიკული საშუალებების) მიღებას. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა კუროებს ეხებათ. 

ტყუპი
სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, გადაამოწმეთ ყველა ფაქტი. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. თუ საყვარელ ადამიანთან დაშორება გადაწყვიტეთ, ეცადეთ, მეგობრებად მაინც დარჩეთ. 

კირჩხიბი
სამსახურის საქმეების რომ მორჩებით, საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. მათ შეიძლება თქვენი რჩევა, დახმარება დასჭირდეთ. მათთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

ლომი
კარგი დღეა ძველი კონტაქტების აღსადგენად, სწავლის დასაწყებად. ზოგიერთი საქმიანი შეხვედრა მეგობრულ გარემოში დანიშნეთ. ზოგიერთ საქმეს კი ტელეფონითაც მოაგვარებთ. 

ქალწული
კარგი დღეა უცხო ენის შესასწავლად, გასაღრმავებლად. ზოგიერთს საზღვარგარეთ სწავლას ან მუშაობას შესთავაზებენ. ნუ შეგეშინდებათ ცხოვრების სტილის შეცვლა. ასეთი შანსი შეიძლება მეორედ არ გქონდეთ. 

სასწორი
აქტიური და ენერგიული ხართ. კარგი დღეა საყიდლებისთვის. თუმცა, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას არ გირჩევთ. განახორციელეთ იდეები ან გარშემო მყოფები შეაგულიანეთ, რომ გააქტიურდნენ. 

მორიელი 
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. დღის მთავარი საზრუნავია: ჯანსაღი საკვები, ძილი, ზომიერი ვარჯიში და სუფთა ჰაერზე დასვენება. მოერიდეთ ნეგატიური ემოციების გამოხატვას. 

მშვილდოსანი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ ახალი პროექტების განხილვას, ყური დაუგდეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ფინანსები ზომიერად ხარჯეთ. 

თხის რქა

შეიძლება თქვენი შრომა ისე სწრაფად და ისე სათანადოდ არ დაფასდეს, როგორც თქვენ გსურდათ, მაგრამ ცოტას თუ მოითმენთ, აპლოდისმენტებს დაიმსახურებთ. 

მერწყული
ავანტიურიზმის, თავგადასავლების განწყობაზე ხართ. მოსალოდნელია სასიყვარულო და საქმიანი შეხვედრები. ზოგიერთი ახალ ნაცნობებს ინტერნეტში, ტრანსპორტში გაიცნობს. საჩუქრები და კომპლიმენტები გელით. 

თევზები
ცვლილებების დღეა. ზოგიერთი ისეთ ამბავს შეიტყობს, რაც ძირფესვიანად შეცვლის მის ცხოვრებას. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრებაც. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები