0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

I, Culture Orchestra და ლიზა ბათიაშვილი - კლასიკური მუსიკის საღამო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში

”ჰით  ბათუმი 2015”   გრძელდება. ამჯერად,  25-30 აგვისტოს  ბათუმი, პროექტის ფარგლებში კლასიკური მუსიკის დღეებს  მასპინძლობს.  I,CULTURE Orchestra , რომელიც   სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებს აერთიანებს, ზღვისპირა ქალაქს  ესტუმრა.

მსოფლიო ორკესტრისა და ქართველი სოლისტის, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის  კლასიკური მუსიკის საღამო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. ორკესტრმა, რომელსაც უკრაინელი კირილ კარაბიცი დირიჟორობდა დიდი შემადგენლობით დაუკრა.  კონცერტს ასევე  ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი.

კლასიკური მუსიკის მოყვარულებმა სასიამოვნო  საღამო გაატარეს. I’ CULTURE Orchestra   ზღვისპირა ქალაქში სხვადასხვა ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოები წარმოადგინა, მათ შორის ლეოს იანაცეკის „ტარას ბულბა, სულხან ცინცაძის „მინიატურა“, ალექსანდრე მოსოლოვის „ფოლადის სამსხმელო“ და სხვა. ჯგუფი ტურნეს ფარგლებში რამდენიმე დღის წინ გერმანიასა (ბერლინი) და უკრაინას (კიევი)  სტუმრობდა. მუსიკოსები ზღვისპირა ქალაქიდან ესპანეთში ხვალ გაემგზავრებიან.

„ძალიან მნიშვნელოვანი საღამო იყო. ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი დონის ორკესტრი საქართველოში სტუმრობს. ვფიქრობ კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემელებს სასიამოვნო საღამო ვაჩუქეთ. ამასთან,  საკმაოდ საინტერესო ტურნეა, ვიყავით კიევში, დავუკარით მაიდანზე, სადაც 25 ათასი მსმენელი გვესტუმრა, რამდენიმე დღეში გავემგზავრებით ესპანეთში,“- აღნიშნა ლიზა ბათიაშვილმა.

„I, CULTURE Orchestra პოლონეთისა და აღმოსავლეთ პატრნიორობის  ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ერთობლივი პროექტია. მიხარია, რომ დღეს ბათუმში ვიმყოფებით. იმედი მაქვს რომ ეს ერთობლივი ინიციატივა გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას,“ - განმარტა პოლონეთის ელჩმა საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკიმ.

„დაუვიწყარი საღამო იყო, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. I, CULTURE Orchestra ეს არ არის მხოლოდ უბრალოდ ორკესტრი, ეს არის იდეა, პროექტი, რომელიც თავისი შინაარსით უნიკალურია,“ - აღნიშნა მინისტრმა.

I, CULTURE Orchestra-ს 4-წლიანი არსებობის განმავლობაში ჯგუფმა ჩაატარა 29 კონცერტი 22 ქალაქში, სადაც მონაწილეობა მიიღეს კონცერტებში ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებში და ცნობილ ფესტივალებზე  დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, შვედეთში, ისლანდიაში, დანიაში, ლიტვაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.  I,CULTURE Orchestra -ს წლევანდელი საკონცერტო ტურნე  საქართველოს გარდა  პოლონეთს, გერმანიას, ესპანეთსა და უკრაინას მოიცავს.

I, CULTURE Orchestra შთამბეჭდავია თავისი სინატიფით, ზომიერებით და ნათელი მჭევრმეტყველებით," - ასეთია მსმენელის შეფასება.

I, CULTURE Orchestra - ეს არის ჯგუფი, რომელიც შედგება ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებისგან პოლონეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

ჯგუფი ადამ მიცკევიჩის სახელობის ინსტიტუტის  ინიციატივით  2011 წელს დაფუძნდა. ინსტიტუცია, რომელიც ხელს უწყობს პოლონეთის და პოლონური კულტურის პოპულარიზაციას საზღვრებს გარეთ Culture.pl მარკის მეშვეობით. როგორც 2011 წლის პოლონეთის თავმჯდომარეობის კულტურალური საგარეო პროგრამის საფუძვლიანი პროექტი, I, CULTURE Orchestra თავიდანვე აქცენტს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე აკეთებს. ორკესტრის მისიაა მუსიკასთან დაკავშირებული საქმიანობის მეშვეობით დიალოგის მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის. ერთობლივი რეპეტიციებით, საკონცერტო ტურნეებით და შესრულებებით ახალგაზრდა მუსიკოსები სწავლობენ საზოგადოების შექმნას ერთმანეთის ნდობაზე დაყრდნობით

I, CULTURE Orchestra -ს ჯგუფი შედგება ინსტრუმენტალისტებისაგან, რომლებიც არჩეულნი არიან ასობით კანდიტატებიდან, რომლებიც მონაწილეობენ ყოველ წელს მიმდინარე მოსმენებშიორკესტრის წარმატება ეფუძნება სოლიდარობის, ინტეგრირების და მეგობრობის უნივერსალურ ღირებულებებს. ორკესტრა, როგორც საგანმანათლებლო პროექტი საშუალებას აძლევს ნიჭიერ ახალგაზრდებს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების ნიჭიერი დირიჟორების, სოლისტების და ინსტრუმენტალისტების ზედამხედველობის ქვეშ გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა.  I, CULTURE Orchestra- პროექტში დღემდე 500-მდე ახალგაზრდა მუსიკოსი მონაწილეობდა

ცნობილი უკრაინელი დირიჟორი კირილ კარაბიცის რეპეტიციების მაღალი მუსიკალური დონე იზიდავს  მრავალ გამოჩენილ სოლისტს მთელი მსოფლიოს ფარგლებში - I,CULTURE Orchestra - სთან ერთად წლების განმავლობაში გამოდიოდნენ: ხატია ბუნიათიშვილი, ტრულს მორკი, ალის სარა ოტტი, სიმონ ტრიპცესკი და არაბელლა სტეინბახერი. წლების წინ ორკესტრს ხელმძღვანელობდნენ სერ ნევილ მარინერი, პაველ კოტლა და ილლიხ რივას.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

 „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის  განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი  სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები