0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველად ბათუმში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლიკ 2015“ დასრულდა

 ქართველი და  უცხოელი არტისტები ბათუმის ჩოგბურთის კორტების სცენაზე

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლიკ 2015“  ბათუმში დასრულდა. საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი დიჯეები ქართველ მუსიკოსებთან ერთად სამი დღის განმავლობაში თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობის კომპაზიციებს ასრულებდნენ. ფესტივალის მთავარი მიზანი სტუმრებისთვის მსოფლიო და ქართული ელექტრონული მუსიკის სიახლეების წარდგენა და გართობა იყო.

პირველად ბათუმში, ტენისის კორტებზე  ელექტრონული მუსიკის ფესტივალმა „ბლიკ 2015“  სტარტი 20 აგვისტოს აიღო. ზღვისპირა ქალაქი ფესტივალს 3 დღის განმავლობაში მასპინძლობდა და  23 აგვისტოს დასრულდა. 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალმა უცხოელ და ქართველ შემსრულებლებს გააერთიანა. ამავდროულად, „სითი საუნდმა“ უცხოელ და ქართველ არტისტებს მოუყარა თავი. აღნიშნული ფესტივალის ამოცანას იმ ტიპის „საუნდის“ პოპულარიზაცია წარმოადგენდა, რაც დღეს პოპულარულია ევროპაში, კერძოდ ბერლინში. მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი  ქართველ დიჯეებზე გაკეთდა.

მარკო ფროველი, “Exercise One” , დიჯეი, პროდიუსერი: „მიხარია, რომ დღეს ბათუმში ვარ და “blick 2015” ფესტივალში ვმონაწილეობ. ქართველი მსმენელისთვის დღეს დავუკარი, ვფიქრობ ყველამ ისიამოვნა.  საოცარი აურაა!“

სკოტ მონტეისი, “Deadbeat”, დიჯეი, პროდიუსერი:” კარგია რომ ბათუმში ყოფნისა და ქართველი მსმენელისთვის დაკვირს შესაძლებლბა მომეცა. აქ ტექნო მუსიკა ძლიან ყვარებიათ.“

სტივ ო’სალივანი, დიჯეი, პროდიუსერი: „ლონდონიდან ჩამოვედი. ცემი გამოსვლა ფესტივალზე გამთენიისას 3 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში ტექნო და ჰაუსი დავუკარი. ბათუმი უმშვენიერესია - მზე და კარგი მუსიკა. მეტი რა შიეძლება ითხოვო.“

„ხალხი სამი დღის განმავლობაში ძალიან გაერთო და კმაყოფილი დარჩა მუსიკით, ვიზუალით და ატმოსფეროთი.  წვიმასაც კი ხელი არ შეუშლია,  ეს უკვე წარმატებაა! ,“ - აღნიშნავს ფესტივალის ორგანიზატორი თოკა თექთურმანიძე.

ფესტივალში 30-მდე ქართველი და უცხოელი არტისტი მონაწილეობდა. სითი საუნდის დღეებმა 3 დღის განმავლობაში სამი სხვადასხვა ფორმატის ელექტრონული მუსიკა გააერთიანა. სცენის დიზაინებიც სამჯერ განახლდება. პირველ დღეს აქცენტი განათებაზე გაკეთდა, არაჩვეულებრივად განათებულ ბათუმის ჩოგბურთოს კორტების სცენზე ერთმანეთს ცვლიდნენ ქართველი და უცხოელი არტისტები.

მეორე დღეს სცენას დაემატა ვიზუალ არტი და ხოლო მესამე დღეს კი ეს ყველაფერი ე.წ. მეფინგიმ გააერთიანა. სცენის დიზაინზე, ვიზუალზე და მეფინგზე მსოფლიოს არტისტებთან ერთად ქართველი შემსრულებლებიც  მონაწილეობდნენ.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიზანია ქართველი და ევროპელი დიჯეების დაახლოება, მუსიკის გაცნობა, კონტაქტების გაცვლა და ქართული ელექტრონული მუსიკის ევროპაში პოპულარიზაცია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები