მსოფლიო
2015 წლის სექტემბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2015-08-17 23:13:09
ვერძი
სექტემბერში ვერძის ცხოვრებაში ახალი, პოზიტიური ეტაპი იწყება. მნიშვნელოვანია, არ დაიბნეთ და დასახული მიზნისკენ სვლა განაგრძოთ. ყველაფერი გამოგივათ. ამ თვეში შეიძლება მიიღოთ რამდენიმე საქმიანი წინადადება, რომელთა ნაწილიც ძალიან საინტერესო და პერსპექტიული აღმოჩნდება. განსაკუთებული წარმატება ელით ხელოვნების სფეროში მოღვაწე ვერძებს – მუსიკოსებს, მსახიობებსა და მწერლებს. მათზე მოთხოვნა დიდია და შესაბამისად, პოპულარობაც იზრდება. ვერძების ცხოვრება სექტემბერში დინამიური და საინტერესო გახდება. თვის ბოლოს შეიძლება საზღვარგარეთიდან თანამშრომლობის შეთავაზება მიიღონ ან ძალიან წარმატებულ მივლინებაში გაემგზავრონ. საშუალო საფეხურზე მომუშავე ვერძი სამსახურის შეცვლაზე უნდა დაფიქრდეს და თუ დაფიქრდება, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებიც უნდა გადადგას. სექტემბერში ვერძი მიიღებს არა მხოლოდ ძირითად, არამედ დამატებით შემოსავლებსაც. შეიძლება დაუბრუნონ ძველი ვალი, რომლის იმედი უკვე აღარც ჰქონდა ან ლატარეაში მოიგოს.
ბევრი პოზიტიური ემოცია ელის ვერძს პირად ცხოვრებაშიც. თუ იგი მარტოხელაა, ახალ, საინტერესო ნაცნობს შეიძენს, ხოლო შეყვარებული ვერძი გადაწყვეტს, რომ მისი გრძნობა ნამდვილია და შესაბამისადაც იმოქმედებს. სექტემბრის მეორე ნახევარში დაოჯახებულ ვერძს საკუთარ ან ახლობელ ოჯახში მატება ექნება. თუ თქვენს მეუღლეს ან შეყვარებულს ახლახანს შეურიგდით, მასზე ზეწოლას მოერიდეთ და ეცადეთ, არაფერი მოატყუოთ და არც არაფერი მოსთხოვოთ. სექტემბერში ვერძის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, თუმცა შესაძლოა ცუდი ხარისხის საკვებით მოიწამლოთ, ამიტომ კვებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.
კურო
ეს თვე თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდესა და ჰარმონიას შემოიტანს. მნიშვნელოვანია, კურო ცხოვრობდეს დღევანდელი დღით, მომავალი ისედაც დადგება და თან ძალიან ბედნიერი. სექტემბერში კურო ძირითადად ოჯახური საქმეებით იქნება დაკავებული. თუმცა მათ, ვისაც მუშაობის გარეშე გაძლება არ შეუძლია, ეს თვე ახალი კონტაქტების დამყარებისთვის უნდა გამოიყენონ. ეს თვე ხელსაყრელია უძრავი ქონების შესაძენად ან დასაქირავებელი შენობის მოსაძებნად და მოსაწესრიგებლად, ასევე ორგანიზაციული ხასიათის საქმეების მოსაგვარებლად. არ იჩქაროთ, გარემოებები ისედაც ძალიან კარგად ეწყობა. რთულმა პერიოდმა გადაიარა, კუროს წინაშე წარმატებისკენ მიმავალი ფართო გზაა გადაშლილი. სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ კუროს საქმიან ცხოვრებაში გამალებული ფუსფუსი არ შეინიშნება, მის მატერიალურ მდგომარეობაზე ეს მომენტი გავლენას ვერ მოახდენს. თვის ბოლოს იგი სასურველ კრედიტს აიღებს ან ბიზნეს საქმიანობისთვის ინვესტიციას მოიზიდავს. კუროს, ვინც ბიზნესში არაა ჩაბმული, ოჯახის წევრები და მეგობრები დაეხმარებიან. ამ პერიოდში მომგებიანი იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დადებაც.
კუროს პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზეა. შეყვარებულმა კურომ მომავალი უნდა დაგეგმოს, რადგან მისი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან სრულიად ჰარმონიულია. დაშორებული წყვილები სექტემბერში შერიგდებიან. დაოჯახებულმა კურომ შეიძლება მსხვილი უძრავი ქონება შეიძინოს ან საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაიუმჯობესოს. სექტემბრის თვეში კურო ოპტიმისტურად უნდა იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც: ვერანაირი დაავადება მას ვერ მოერევა.
ტყუპები
ამ თვეში ტყუპებმა საქმისადმი მიდგომაში თავიანთი პრაქტიკული ნიჭი უნდა გამოავლინონ. წარმატების მიღწევაში მათ ტაქტი, სწორი ტონისა და სიტყვების შერჩევის უნარი დაეხმარებათ. სექტემბერი ორგანიზაციულ საკითხებზე მუშაობის დროა. ეს ეხება როგორც სამუშაო პროცესს, ისე გუნდში პოზიტიური მიკროკლიმატის შექმნას ან ოფისისთვის ახალი შენობისა თუ ავეჯის შეძენას. სექტემბრის ბოლოს ბიზნესმენი ტყუპები დაამყარებენ ახალ, სასარგებლო კონტაქტებს, ხელს მოაწერენ მომგებიან კონტრაქტს ან დაიწყებენ პერსპექტიული პროექტის განხორციელებას. დაბალ პოზიციაზე მომუშავე ტყუპებმა კი მშვიდად უნდა დაუთმონ სექტემბრის თვე პირად საქმეებს და შვებულებას თუ ვერ აიღებენ, რამდენიმე დღე მაინც გაეთავისუფლონ სამსახურიდან. 2014 წლის სექტემბერში ტყუპების ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, შემოსავლები კვლავ რეგულარული იქნება, თუმცა მათ სიჭარბეს არ უნდა ელოდოთ.
სექტემბერში პირადი ცხოვრება ტყუპებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე პროფესიული საქმიანობა. ახლა უნდა მოიწყოთ თქვენი პირადი კეთილდღეობა. დაოჯახებულმა ტყუპებმა შეიძლება იზრუნონ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე, შესაძლებელია აქ სხვა ქვეყანაში გადასახლებაც იგულისხმებოდეს. მარტოხელა ტყუპები სექტემბერში შეიძლება შეხვდნენ საინტერესო ადამიანს, ვისთან ურთიერთობაც სერიოზულ რომანში გადაიზრდება. ამ თვეში ტყუპების ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. ენერგია მუშაობისთვისაც გეყოფათ და პირადი საქმეების მოსაგვარებლადაც.
კირჩხიბი
ამ თვეში კირჩხიბი ენერგიით აღსავსე იქნება. მისი აქტიურობა იმდენად მაღალია, რომ დაწევას ვერავინ შეძლებს. გამოიჩინეთ ცოტა მოთმინება და დაელოდეთ მათ, ვინც ვერ გეწევათ. კირჩხიბის ენერგიულობა აუცილებლად აისახება მის პროფესიულ ცხოვრებაზე, სადაც სექტემბერში მნიშვნელოვანი წარმატებებია მოსალოდნელი. ეს შეიძლება ეხებოდეს საქმის ფინანსურ მხარეს ან ბიზნეს კონტაქტებს. ზოგიერთი კირჩხიბი საზღვარგარეთ მივლინებაში გაემგზავრება და უკან ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს ჩამოიტანს. თუ სათანადო გულისყურით მოეკიდებით, ამ მივლინებაში დაწყებული ბიზნეს ურთიერთობები ძალიან წარმატებულად განვითარდება. საშუალო პოზიციაზე მომუშავე კირჩხიბი ახალ, უკეთეს სამსახურს დაიწყებს ან პერსპექტიულ პროექტში ჩაერთვება. მართალია, ბევრი მუშაობა მოუწევს, მაგრამ ეს პროცესი მხოლოდ სიამოვნებას მიანიჭებს. კარგი მდგომარეობაა კირჩხიბის საფულეშიც, შემოსავლები გაიზრდება კიდეც და თვის ბოლოს მნიშვნელოვანი ფულადი თანხაც შეიძლება მიიღოს.
თუ კირჩხიბის ოჯახში ზაფხულის განმავლობაში მიმდინარე ჩხუბებმა და კამათმა საბოლოო განხეთქილება არ გამოიწვია, სექტემბერში წყვილი სიმშვიდითა და ურთიერთგაგებით დატკბობას შეძლებს. ზოგიერთ კირჩხიბი საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობაში წავა, ეს მათი ურთიერთობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. სექტემბერში ურთიერთობები დათბება სხვა ნათესავებთანაც. ამ თვეში კირჩხიბი შეიძლება სხვა ქვეყანაში ან ქალაქში მცხოვრებ ნათესავებს შეხვდეს. მოამზადეთ მნიშვნელოვანი თანხა, რაც თქვენს ბავშვებს დასჭირდებათ. სექტემბერში კირჩხიბს ეყოფა ძალა და ენერგია, რათა ყველა საქმეს გაუმკლავდეს. მით უფრო, რომ ჯანმრთელობაც კარგ მდგომარეობაში ექნება.
ლომი
სექტემბერში წარმატების მისაღწევად ლომი მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. მიიღეთ ახალი იდეები და ახალი ადამიანები და დაგვერწმუნეთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით. დაბრკოლებებს ლომი მისთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმისა და გამომგონებლობის უნარის დახმარებით გადალახავს. სექტემბერში ლომი შეიძლება მივლინებით საზღვარგარეთ წავიდეს, რაც ახალი საქმიანი კავშირების გაბმისთვის იქნება ხელსაყრელი. ეს თვე მთლიანობაში ძალიან კარგი პერიოდია ახალი იდეების განსახორციელებლად, პროექტების წამოსაწყებად, სამსახურის შეცვლისთვის. ლომის პროფესიულ ცხოვრებაში მხოლოდ პოზიტიური ცვლილებები იქნება, შესაძლოა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლაც კი გახდეს საჭირო. არ შეუშინდეთ ამ ნაბიჯს, ის ძალიან წარმატებული აღმოჩნდება. ამ თვეში ლომი არა მხოლოდ სტაბილურ და მაღალ შემოსავლებს მიიღებს, არამედ სხვისი ფინანსების განკარგვაც მოუხდება, რასაც წარმატებით გაართმევს თავს. შესაძლოა, საუბარი იყოს ქველმოქმედებაზე. თქვენი შემოსავლების სიდიდე სექტემბერში საგრძნობლად მოიმატებს.
დადებითი ცვლილებები ლომს პირად ცხოვრებაშიც ელის. მარტოხელა ლომი ახალ რომანში გაებმება, რაც შესაძლოა მყარ ურთიერთობაში გადაიზარდოს. შეყვარებულ ლომს შეუძლია მშვიდად იყოს, ყველაფერი ძალიან კარგად არის. სექტემბერში დაოჯახებული ლომი შესაძლოა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლაზე დაფიქრდეს ან დიდ რემონტს და ახალი ავეჯის შეძენას შეეჭიდოს. ნათესავებთან ურთიერთობებშიც დადებითი ტენდენციები შეინიშნება. მთლიანობაში, ყველაფერი ხაზგასმით პოზიტიურადაა. რაც შეეხება ჯანმრთელობას: ლომი ძალ-ღონით სავსე იქნება, თუმცა ცხოვრების ჯანსაღ სტილს არ უნდა უღალატოს.
ქალწული
თვის პირველივე რიცხვებიდან ქალწული სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნება. და ეს ძალიან კარგია, რადგან ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი და მათ უმეტესობას ქალწული დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეს. ქალწული, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს, სექტემბერში მასშტაბურ რესტრუქტურიზაციას დაიწყებს. ამ თვეში უძრავი ქონების საკითხებს უნდა მიხედოთ. ნებისმიერ გარიგებას ამ სფეროში, იქნება ეს ყიდვა, გაყიდვა თუ არენდა ძალიან ხელსაყრელი პირობებით დადებთ. ამ პერიოდში უნდა დაიწყოთ ახალი პროექტები, განავითაროთ ახალი მიმართულებები – იღბალიც თქვენს მხარეს იქნება და შეძლებთ მიაღწიოთ არა უბრალო წარმატებას, არამედ კარიერის ახალ საფეხურზეც გადახვალთ და შესანიშნავ მომავალს ჩაუყრით საძირკველს. შესაძლოა ეს საზღვარგარეთ ადრე დამყარებულ კონტაქტებთან ან ძველ მეგობრებთან იყოს დაკავშირებული, ვისთანაც ურთიერთობის აღდგენისთვის ძალიან შესაფერისი დროა. თუ დიდი ხანია გინდათ სხვა ქვეყანაში თქვენი ბიზნესის ფილიალის გახსნა, 2014 წლის სექტემბერში ძალიან ახლოს იქნებით თქვენს სანუკვარ მიზანთან. ქალწულს ამ თვეში ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობა არ მოუწევს, მისი შემოსავლები სტაბილური და მზარდია. ჩვეულებრივი შემოსავლების გარდა ამ პერიოდში შეიძლება დამატებითი თანხებიც მიიღოს, იქნება ეს ინვესტიცია თუ სასურველი კრედიტი.
სექტემბერში ქალწულების პირად ცხოვრებაში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. შეყვარებული ქალწული ბოლოს და ბოლოს, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თავის საყვარელ ადამიანთან ერთად საცხოვრებლად გადავიდეს. დაოჯახებულმა ქალწულმა შეიძლება საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს ან კაპიტალური რემონტი წამოიწყოს. ბავშვებიც გულს გიხარებენ -უმცროსები კარგი ქცევით, უფროსები კი სერიოზული მიღწევებით. სექტემბერში ქალწულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თავი მაინც უნდა დაზოგოთ და დიდ დატვირთვას მოერიდოთ.
სასწორი
სექტემბერში სასწორი ოჯახსა და მომავალზე ფიქრს ბევრ დროს დაუთმობს, თუმცა თუ კარგად გადაანაწილებს, დრო სხვა ყველაფრისთვისაც ეყოფა. მის პროფესიულ ცხოვრებაში ეს თვე მშვიდად ჩაივლის, განსაკუთრებით პირველი ორი დეკადა. ბიზნესმენი სასწორი ყველა დავალიანების გასტუმრებას და საქმეების მოწესრიგებას შეძლებს, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. დაკავდით ოფისის მოწესრიგებით, დააკვირდით თანამშრომლებს. თუ საშუალება გაქვთ, შვებულება აიღეთ და პირად საქმეებსაც დაუთმეთ დრო. სექტემბრის ბოლო კვირა საკმაოდ დინამიური იქნება. ამ თვეში შეიძლება დაამყაროთ კონტაქტები, რომლებიც სამომავლოდ საქმეში დაგეხმარებათ, შესაძლოა მატერიალურადაც კი. სასწორი, რომელსაც საზღვარგარეთ პარტნიორები უკვე ჰყავს, შეიძლება წავიდეს მივლინებაში ან იქიდან მოულოდნელი და ძალიან პერსპექტიული წინადადება მიიღოს. ეს ეხება არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის მფლობელს, არამედ საშუალო პოზიციებზე მომუშავე ქალწულებსაც. მისი მატერიალური მდგომარეობა სექტემბერში პანიკის საფუძველს არ იძლევა, თუმცა შემოსავლის მატება მაინც არ არის მოსალოდნელი.
სექტემბრის პირველი ორი დეკადის განმავლობაში პროფესიულ სფეროში სიმშვიდეა, შესაბამისად ქალწულმა ეს პერიოდი ოჯახსა და საკუთარ თავს უნდა მიუძღვნას. ამ თვეში უნდა გაემგზავროთ დასასვენებლად თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად, ხოლო თუ რჩეული ჯერ კიდევ არ გიპოვიათ, სექტემბერში ახალ და სასიამოვნო პიროვნებასთან გაცნობა გელით. რამდენად გრძელვადიანი იქნება ეს ახალი ურთიერთობა, დრო გიჩვენებთ, თუმცა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ამ თვეში ქალწულმა ოჯახის უფროს წევრებს მეტი დრო უნდა დაუთმოს და საერთოდ, ნათესავებთან უფრო ინტენსიური კონტაქტი უნდა იქონიოს. სექტემბერში სასწორის ენერგეტიკული პოტენციალი ძალიან მაღალ ნიშნულზეა, მას არც რაიმე სერიოზული დაავადება ემუქრება.
მორიელი
წინა თვეში დაწყებული პოზიტიური ცვლილებები სექტემბერშიც გაგრძელდება და მორიელი კიდევ უფრო წინ წაიწევს სასურველი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მის პროფესიულ ცხოვრებაში ცვლილებები გრძელდება, რასაც მატერიალური მდგომარეობის გამყარება მოსდევს. მორიელს ხომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კარიერულ კიბეზე ამაღლდეს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. მართალია, იღბალი თქვენს მხარეზეა, მაგრამ აჯობებს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები თვის პირველ დეკადებში დაგეგმოთ. ეს საშუალებას მოგცემთ თვის ბოლოს „მოსავლის აღებით“ დაკავდეთ. კარგი თვეა ახალი წამოწყებებისთვის, სხვა, უფრო პერსპექტიული და შემოსავლიანი სამსახურის ძიებისთვის. ხელმძღვანელები და მაღალი თანამდებობის პირები ამ პერიოდში მორიელს სათანადოდ დააფასებენ და ყველანაირად დაუჭერენ მხარს. სექტემბერი ხელსაყრელი პერიოდია საერთაშორისო კონტაქტების გასაღრმავებლად. ასევე მოსალოდნელია წარმატებული მივლინებები, რომლებიც მომგებიანი კონტრაქტების დადებით დასრულდება. მორიელის ფინანსური მდგომარეობა სექტემბერში არა მხოლოდ სტაბილური იქნება, არამედ წინა თვეებთან შედარებით გაუმჯობესდება კიდეც. შემოსავლები გაიზრდება თვის დასაწყისიდანვე და ეს ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება.
სექტემბერში მორიელი მთელ თავის ძალებს პროფესიულ ასპარეზზე დახარჯავს, ამიტომაც მისი პირადი ცხოვრება უკანა პლანზე აღმოჩნდება. მარტოხელა მორიელმა შესაძლოა ძველ შეყვარებულთან განაახლოს ურთიერთობა ან რომანი პირდაპირ სამსახურში წამოიწყოს, თუ მის გუნდში ახალი, საინტერესო თანამშრომელი გამოჩნდება. ამ თვეში მყარდება ნათესაობრივი ურთიერთობები, მორიელს შეიძლება შორს ან თუნდაც სხვა ქვეყანაში მცხოვრები ნათესავები ეწვივნონ სტუმრად. სექტემბერში მორიელი არათუ ენერგიითა და სიჯანსაღით ბრწყინავს, არამედ მიმზიდველობასაც ასხივებს, რაც გარშემომყოფებს მისდამი ნდობით განაწყობს.
მშვილდოსანი
სექტემბერი მშვილდოსნისთვის ბრწყინვალე პერიოდი იქნება. წარმატება თქვენს მხარესაა და ვარსკვლავებიც ყველანაირად გეხმარებიან. თქვენ ოღონდ ინიციატივა გამოიჩინეთ. ამ პერიოდში მშვილდოსანს მიეცემა შანსი, თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოს. სექტემბერი კარგი დროა თქვენი ბიზნესის რეორგანიზაციისთვის, თუმცა ბევრი მუშაობა მოგიწევთ. დაიკაპიკეთ სახელოები და შრომას შეუდექით. ეს პერიოდი მშვილდოსნის წინაშე იმდენად ბრწყინვალე პერსპექტივებს გადაშლის, რომ ეს უკანასკნელი ყველანაირ ეჭვებს უკან გადადებს და თამამად მიჰყვება მიზნისკენ მიმავალ რთულ, მაგრამ სწორ გზას. საკუთარი ბიზნესის მფლობელი მშვილდოსანი თანამშრომლობის ახალ და მომხიბლავ წინადადებას მიიღებს. სავარაუდოდ, ეს წინადადება სხვა ქვეყანაში ან ქალაქში მცხოვრები პარტნიორებისგან იქნება. ამ შემთხვევაში გამართლებული იქნება, დაუყოვნებლივ გაემგზავროთ მათთან შესახვედრად და პირადად აწარმოოთ მოლაპარაკებები. საშუალო პოზიციაზე მომუშავე მშვილდოსანმა შეიძლება უფრო პერსპექტიული და მეტად შემოსავლიანი სამსახური დაიწყოს. თუ საქმიანი შემოთავაზება გექნებათ, ბევრი არც იფიქროთ, ამ თვეში ნებისმიერი სიახლე წარმატებას მოგიტანთ. თქვენი მატერიალური მდგომარეობა სტაბილური იქნება და არათუ სტაბილური, მზარდიც კი, თანაც საკმაოდ შესამჩნევად.
სექტემბერში მშვილდოსანი იმდენ დროს დაუთმობს მუშობას, რომ პირადი ცხოვრებისთვის აღარაფერი დარჩება. მიუხედავად ამისა, მშვილდოსანი, ვისაც ცხოვრება სიყვარულის გარეშე ვერ წარმოუდგენია, მაგრამ რატომღაც დღემდე მარტოხელაა, ამ თვეში საინტერესო ნაცნობს გაიჩენს. ეს სავარაუდოდ მივლინებაში ყოფნისას მოხდება ან ეს ადამიანი თავად ჩამოვა საკმაოდ შორი მანძილიდან. შეყვარებული და დაოჯახებული მშვილდოსნები დასასვენებლად უნდა წავიდნენ, თან მათ შეეძლებათ დასვენება მუშაობას შეუთავსონ და დროის ამაოდ კარგვის შეგრძნება მოიშორონ. სექტემბერში მშვილდოსანს იმდენი ენერგია და ძალა აქვს, რომ არანაირი დაავადების არ უნდა ეშინოდეს.
თხის რქა
სექტემბერში თხის რქამ არა მხოლოდ მოკლევადიანი გეგმები უნდა დააწყოს, არამედ შორეული მომავალის პროგნოზზეც იფიქროს. ძალიან ბევრი რამ თქვენს მომავალ ცხოვრებაში დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. როგორც წინა თვეში, ახლაც თხის რქა საორგანიზაციო საქმიანობით იქნება დაკავებული. საქმის ნაწილი უძრავ ქონებას უკავშირდება და მოვიდა დრო, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. თხის რქას ბევრი ენერგიის დახარჯვა მოუწევს ამ პერიოდში საზღვარგარეთ მცხოვრებ და მომუშავე პარტნიორებთან ურთიერთობის დასალაგებლად. შესაძლოა, მივლინებაში წასვლაც მოუხდეთ. სექტემბერში აღადგენთ ძველ კავშირებს ან ნაცნობობას, რაც სამომავლოდ თქვენთვის ძალიან სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. თხის რქის მატერიალური მდგომარეობა სექტემბრისთვის სრულიად სტაბილურია. შემოსავლებს რეგულარულად მიიღებთ და გარდა ამისა, კრედიტსაც სასურველი პირობებით მოგცემენ.
თხის რქის პირადი ცხოვრება ცვლილებებით იქნება დატვირთული. ამ თვეში შეიძლება შეიძინოთ ახალი სახლი ან ბინა. ან ფიქრი დაიწყოთ სხვა ქვეყანაში გადასახლებაზე. ახლადგანქორწინებული თხის რქა ენთუზიაზმით შეუდგება ახალი ცხოვრების მოწყობას. ნათესავებთან ურთიერთობები თბება, პარტნიორთან თანაცხოვრება კი უფრო ჰარმონიული ხდება. სექტემბერში თხის რქა შეიძლება შეხვდეს თავის ძველ მეგობარს, რომელთან ურთიერთობაც დიდი ხანია გაწყვეტილი აქვს და ეს შეხვედრა სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდეს. ამ თვეში თხის რქის ენერგეტიკული პოტენციალი იმატებს, თუ აქამდე თავს მაინცდამაინც კარგად არ გრძნობდით, შემოდგომის დადგომისთანავე თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.
მერწყული
მერწყული სინამდვილეზე თავისი არაორდინალური შეხედულებებით გარშემომყოფებისგან მუდამ გამოირჩეოდა, თუმცა ეს განმასხვავებებლი შტრიხი სექტემბრის თვეში მაინცდამაინც არაფერში წაადგება. ამ პერიოდში მერწყული პარტნიორთა წრის განახლებითა და გაფართოებით იქნება დაკავებული, რაც საქმეში წარმატების მიღწევის საფუძველი გახდება და შედეგებს იგი უკვე თვის ბოლოს მოიმკის. საერთაშორისო კონტაქტებისა და გრძელვადიანი გარიგებების დასადებად ძალიან ხელსაყრელი პერიოდია, ამიტომ შეიძლება გრძელვადიან მივლინებაშიც მოგიხდეთ წასვლა. საკმაოდ დიდ დროს საორგანიზაციო საკითხების, მათ შორის ფინანსური პრობლემების მოგვარება წაგართმევთ. თუ მერწყული მიზანმიმართულად მიიწევს დასახული მიზნისკენ, აუცილებლად მიაღწევს მას და თანაც ახლო მომავალში. საშუალო პოზიციაზე მომუშავე მერწყულმა უნდა აიღოს შვებულება და დაძაბული შემოდგომის დადგომისთვის სათანადოდ მოემზადოს. მისი მატერიალური მდგომარეობა საკმაოდ სტაბილური იქნება. უფრო მეტიც, ამ თვეში მაღალია სასურველი კრედიტის ან ინვესტიციის მოპოვების ალბათობა. შესაძლოა, შემოსავლის დამატებითი წყაროებიც გამოგიჩნდეთ.
მერწყულის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. მარტოხელა მერწყული თვის მეორე ნახევარში ძალიან საინტერესო ადამიანს შეხვდება და მასთან ურთიერთობას კიდევ დიდხანს გააგრძელებს. დაოჯახებული მერწყული კი საყვარელ მეუღლესთან ერთად სამოგზაუროდ წავა და ამით მათი ურთიერთობა ახალ ფერებს შეიძენს. სექტემბერში მერწყულს ბევრი სასიამოვნო ნაცნობობა ელის, რომელთა ნაწილიც სხვადასხვა კუთხით ძალიან სასარგებლო შეიძლება გამოდგეს. თქვენი ჯანმრთელობა სათანადო ყურადღებას მოითხოვს, რადგან წინა თვეების დაძაბული რეჟიმის კვალობაზე ენერგიისა და ძალის დეფიციტს განიცდით. ეცადეთ, მეტი იძინოთ.
თევზები
თევზებისთვის ძალიან კარგი და წარმატებული თვე იწყება. ისინი იოლად გაართმევენ თავს წამოწყებული პროექტების დასრულებას და თან, გარშემომყოფთა დახმარების იმედიც შეუძლიათ ჰქონდეთ. პოზიტიური ცვლილებების კონტურები უკვე იკვეთება. სექტემბერში დაწყებულ ახალ პროექტებს გუნდის განახლება სჭირდება. ამ თვეში კადრების საკითხს პირადად უნდა მოჰკიდოთ ხელი. მათ წინაშე გადაშლილი პერსპექტივები ნამდვილად სასიხარულოა. ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ ჩანაფიქრის სახით არსებობდა, ნელნელა ხელშესახებ კონტურებს შეიძენს. თანაც პარტნიორები თევზებს ახალ-ახალ იდეებს სთავაზობენ, რომელთაც დამუშავება სჭირდება, შესაბამისად მოწყენილობა დიდხანს არ ემუქრებათ. საშუალო პოზიციაზე მომუშავე თევზები ისეთ მომხიბლავ საქმიან წინადადებას მიიღებენ, რომელზე უარის თქმა გაუმართლებელი იქნება. ახალი სამსახური არა მხოლოდ ახალი პასუხისმგებლობებია, არამედ ახალი ნაცნობობაც. სექტემბერში თევზების ფინანსური მდგომარეობა გამყარდება. ყველაზე დიდი შემოსავლები თვის მიწურულსაა მოსალოდნელი.
პირად ცხოვრებაში თევზებს შესაშფოთებელი არაფერი ელით. ახლობლების მხარდაჭერის იმედი სულ შეიძლება ჰქონდეთ. ერთადერთი, რაც თევზებს მოეთხოვებათ, საქმეზე პირდაპირი ტექსტებით უნდა ისაუბრონ და მიკიბ-მოკიბვას მოერიდონ. სექტემბერში მათ ნათქვამს ადეკვატური გამგები ყოველთვის ეყოლება. ამ თვეში მოსალოდნელია შეხვედრა ძველ მეგობრებთან ან ნაცნობებთან, რომლებიც დიდი ხანია თქვენგან შორს ცხოვრობენ. ამ თვეში თევზებს შეიძლება ჯანმრთელობამ უღალატოს. სასიცოცხლო ენერგიის შემცირებას ქრონიკული დაავადებების გამწვავება შეიძლება მოჰყვეს. განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას იმ თევზებმა უნდა დაუთმონ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს.
კომენტარები