მსოფლიო
17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
2015-08-16 23:43:26
ვერძი
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ გადაიღლებით, ნურც გონებრივად და ნურც ფიზიკურად. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. საღამოს შეხვდით მეგობრებს და იმხიარულეთ.
კურო
მოერიდეთ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ოპერაციას, ფულის დაბანდებას. აგრეთვე, გაფრთხილდით, არ გახდეთ თაღლითების მსხვერპლი.
ტყუპი
მოერიდეთ უსიამოვნებებს კოლეგებთან, პარტნიორებთან. მოერიდეთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, ვინც მუდმივად მატერიალურ გაჭირვებასა და ჯანმრთელობაზე გეწუწუნებათ.
კირჩხიბი
მოერიდეთ ექსპერიმენტებს, იმიჯის შეცვლას, პლასტიკურ ოპერაციებს. მეტი ყურადღება გმართებთ მუშაობისას. დახმარებისთვის კოლეგების შეწუხება ნუ მოგერიდებათ.
ლომი
საინტერესო ადამიანების გაცნობა, ბიზნესის გაფართოება, სწავლის დაწყება გელით. არ გაგიჭირდებათ თანამოაზრეებთან ერთად ახალი საქმეების წამოწყება. კარგი დღეა ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად.
ქალწული
საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ და არც ახალი საქმეების დაწყება გაგიჭირდებათ და არც კოლეგების დახმარება. დღეს უნდა იმოქმედოთ სწრაფად და უშეცდომოდ.
სასწორი
არ გადაიღალოთ. მშვიდად, დაკვირვებულად აკეთეთ თქვენი საქმე. თუ დასვენებისთვისაც გამონახავთ დროს მთლად უკეთესი.
მორიელი
დიდი ხნის ოცნებების ახდენას შეძლებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის და რემონტის დასაწყებად.
მშვილდოსანი
ახალი საქმეების დასაწყებად კარგი დღეა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.
თხის რქა
თუ წარმატების მიღწევა გსურთ, ცოტა უნდა გარისკოთ და არც ავანტიურას მოერიდოთ. წინააღმდეგობების ნუ შეგეშინდებათ. თქვენ ყველაფერი გამოგივათ.
მერწყული
ნუ გადაიღლებით, ნურც სამსახურში და ნურც სახლში. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, დაისვენთ. საღამოს მიიღეთ დამამშვიდებელი აბაზანა, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას.
თევზები
სანამ გულხელდაკრეფილი ზიხართ, ვერც ახალ საქმეებს დაიწყებთ და ვერც ახალ ხელშეკრულებებს გააფორმებთ. უნდა გააქტიურდეთ. იყავით მიზანდასახული და მომთხოვნი საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მიმართ.
კომენტარები