0 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

14-19 აგვისტოს ბათუმში „ბლიკ 2015“-ის ფარგლებში სვენ მარქუარდის ფოტოგამოფენა გაიმართება

დღეს, 14 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმში, არტ-გალერეაშუშის სახლში“  სიტი საუნდის პროექტის  „ბლიკ 2015“-ის ფარგლებში ცნობილი გერმანელი ფოტოხელოვანის, სვენ მარქუარდის, ფოტოგამოფენა “FOTOGRAFIEN” გაიხსნება. გამოფენაზე ფოტოგრაფის მნიშვნელოვანი ნამუშვერები იქნება წარმოდგენილი. ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლებს  გამოფენაზე სტუმრობა ბლიკ ფესტის ფარგლებში 19 აგვისტომდე შეეძლებათ. გამოფენას თავად სვენ მარქუარდიც დაესწრება.

ცნობილია, რომ სვენ მარქუარდი თავად კლუბური სცენის ლეგენდაა და მისი შემოქმედება ტექნო-კულტურის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ფოტოგამოფენა “FOTOGRAFIEN“ ელექტრონული მუსიკის დღეების პერიოდში გაიმართება, რაც მის ხელოვნებას ორგანულად მიესადაგება.

სვენ მარქუარდი დაიბადა 1962 წელს. მან ფოტოგრაფიის კარიერა ადრეულ ოთხმოციან წლებში, აღმოსავლეთ ბერლინში დაიწყო. Deutsche Film-Aktiengesellschaft-ში (DEFA) კამერის ასისტენტობის და ფოტოგრაფიის შესწავლის შემდეგ, მარქუარდის პირველი პუბლიკაციები Der Sonntag-სა და Das Magazin-ში გამოჩნდა. 1985-1986 წლებში, სვენ მარქუარდი რუდოლფ შეფერის ასისტენტად მუშაობდა, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ფოტოგრაფების წრეში გამოჩენილი ფიგურა იყო.

მოგვიანებით მან მუშაობა მოდის  ჟურნალ Sibylle-ში დაიწყო, პარალელურად იგი დაკავებული იყო მოდის სპექტაკლის “Allerleirauh-ს“ (1987–1989) მონაწილეების ფოტოსესიით და შავ-თეთრ ფერებში აღბეჭდავდა აღმოსავლეთ ბერლინის პრენცლაუერ ბერგის რაიონს.

ბერლინის კედლის ნგრევის შემდგომ ის გაერთიანებულ ბერლინში მზარდი ქლაბინგის ტრენდს აყვა და შთაბეჭდილებები გამოფენებში წარადგინა, რომელთა შორის იყო „დადგმული ფოტოგრაფია“ Levi’s-ისთვის ბერლინის მოდის კვირეული  და სხვადასხვა ფოტოსესიები “Qvest” ან “Front” ჟურნალების პუბლიკაციებისთვის.

2007 წლიდან სვენ მარქუარდტმა დიდი წვლილი შეიტანა Berghain OstGut Ton-ის მუსიკალურ ლეიბლში. მან უამრავ ფოტოგამფოენებში მიიღო მონაწილეობა.

სოლო გამოფენები:

•               2007 – „13 მთვარე“, ბერლინი, გერმანია

•               2006-2008 – „არქანგელოზი“, ბერლინი, გერმანია

•               2011 – „პორტრეტები“, ჰალი, გერმანია

•               2012 – „მომავლის წარსული“, ამსტერდამი, ჰოლანდია

•               2013 – „ფოტოგრაფიები“, თელ ავივი, ისრაელი

•               2014 – „სვენ მარქუარდტი“, ლიონი, საფრანგეთი

•               2015 – „“მარქუარდტი“, პოტსდამი გერმანია

 

ჯგუფური გამოფენები:

•               2008 - მერი კარნოვსკის გალერეა, ბერლინი, გერმანია

•               2011- ნეონშოკოლადის გალერეა, ბერლინი, გერმანია

•               2012 - მიულენჰაუფტის მუზეუმი, ბერლინი, გერმანია

•               2012 - პალაცო სალუცო პესანა, ტურინი, იტალია

•               2015 - ვირონ ე ვერტი, მილანი, იტალია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები