0 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მშობლებმა იცოდნენ, რომ ეს მათი 5 წლის გოგონასთვის ბოლო დაბადების დღე იყო..

      ლილა მეი შოუ 5 წლის , სიცოცხლით სავსე გოგონაა, თუმცა თანატოლებისგან იმით გამოირჩევა, რომ უკვე 3 წელია კიბოს  ებრძვის.   ექიმების თქმით, გოგონას ორგანიზმი უკვე იმდენად არის    დასუსტებული, რომ ქიმიოთერაპიის მორიგ კურსს ვეღარ გაუძლებს. რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე შეიქმნა გვერდი ლილას მხარდასაჭერად, რომლის დახმარებითაც   მშობლებმა ქალიშვილს ბოლო დაბადების დღე გრანდიოზული  წვეულებით  აღუნიშნეს.  ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ზღაპარში, იქიდან გამომდინარე,რომ პატარა ვერც სკოლის  გამოსაშვებ საღამოს მოესწრება და ვერც ქორწილს, ყველა ეს დღესასწაული   დაბადების დღის წვეულებაზე გააერთიანეს. ფოტოები საკმაოდ მძიმე საყურებელია.. მიუხედავად ყველაფრისა, გოგონა მთელი ზეიმის განმავლობაში მოწყენილი იყო,თუმცა ბოლოს მამას ჩაეხუტა და მაინც გაიღიმა..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები