0 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. შესაძლებელია საქმიანობის, ინტერესის შეცვლა. ნუ დაკარგავთ კონტაქტს ძველ პარტნიორებთან, მეგობრებთან. მათი დახმარება უახლოეს მომავალში დაგჭირდებათ. 

კურო
ნათესავები და კოლეგები უჩვეულო საქციელით გაგაოცებენ. დღეს მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოთ, - გარშემო მყოფებს მორალურად და მატერიალურად დაეხმაროთ, რაც მათ თვალში ავტორიტეტს აგიმაღლებთ. 

ტყუპი
საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ, თუ საქმიანს არა, - საყვარელი ადამიანისგან მაინც. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, ვის გამოც ცხოვრების კარდინალურ ცვლილებაზე დაფიქრდებით. მოერიდეთ აზარტულ საქმიანობას. 

კირჩხიბი
დღეს კოლეგების მხარდაჭერით ისარგებლებთ. მათი დახმარებით დაგროვილი საქმეების დასრულებას შეძლებთ. 

ლომი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ახალი პროექტების განსახილველად. 

ქალწული
დღეს ოჯახური ცხოვრება, მყუდროება მოგანიჭებთ ბედნიერებას. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან დამეგობრებას. 

სასწორი
მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, ლატარიას. გაფრთხილდით, არ დაკარგოთ ფული. ახალი რომანტიკული ნაცნობობის გამო ძველ სიყვარულზე უარს ნუ იტყვით. 

მორიელი 
დღეს სურვილებიც აგისრულდებათ და იდეების განხორციელებასაც შეძლებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

მშვილდოსანი
კარგი დღეა სწავლისთვის. მოაწესრიგეთ დოკუმენტაცია. ხელშეკრულებას წაუკითხავად ხელს ნუ მოაწერთ. 

თხის რქა
წინააღმდეგობებით აღსავსე დღეა. შეიძლება გამარჯვებული გახდეთ ან - მსხვერპლი. დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ მის მისაღწევად. გაითვალისწინეთ, რომ დაბრკოლებების გადალახვა არაერთხელ მოგიწევთ. 

მერწყული
კარგი დღეა უცხოელ კოლეგებთან შესახვედრად. გამოცდილების გასაზიარებლად. უცხო ენის, კულტურის შესასწავლად. 

თევზები
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან; უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. არ აიღოთ ვალები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები