სოც. მედია
„ჯეო ინტერნეტ მედია ჯგუფისა“ და „მედია-ჰოლდინგ დრონი.ჯი“-ს განცხადება
2015-08-07 15:35:30
„ჯეო ინტერნეტ მედია ჯგუფი“ და „მედია-ჰოლდინგი დრონი.ჯი“, რომლებიც მაღალრეიტინგულ ქართულ ინტერნეტ საიტებს აერთიანებს, თანადგომას უცხადებს დამოუკიდებელ ტელეკომპანიას, „რუსთავი 2“-ს.
მიგვაჩნია რომ კერძო არხის წინააღმდეგ წამოწყებული ომი, მოახლოვებული არჩევნების ფონზე, არის დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა და მას არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ და კერძო დავასთან.
არსებობს ვარაუდი რომ ბატონი ქიბარ ხალვაშის უკან დგას ხელისუფლების კონკრეტული ინტერესი, რომლის მიზანია „მტრული“ ტელევიზიის კანონიერი მფლობელებისათვის წართმევა ან მისი დასუსტება.
მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს, საზოგადოებას, წინ აღუდგეს ხელისუფლებისა თუ მის მიერ მართული ბიზნესმენების უგუნურ, გაუაზრებელ და მავნებლურ ქმედებას - დაიქვემდებაროს ყველაზე სანდო და რეიტინგული ტელეკომპანია - „რუსთავი 2“.
გვჯერა რომ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიმართული იქნება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდებით, რათა დავიცვათ თითოეული ჩვენგანის მონაპოვარი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
კომენტარები