სოც. მედია
ხანძრის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
2015-08-04 23:43:21
მაშველებმა დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რადგან ცხედრები დამწვარია.
ხანძრის შედეგად სულ 5 ადამიანია დაშავებული, მათგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებულთა შორის არის ერთი მეხანძრე, რომელსაც სახის არეში დამწვრობა აღენიშნება და მაშველი, რომელმაც
კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო.
კომენტარები