სოც. მედია
ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა
2015-08-04 11:08:38
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი მოზარდი დაიღუპა. თვითმხილველების განმარტებით "პიკაპის" ტიპის ავტომობილი სავარაუდოდ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღლობიდან გადავარდა. ავარიის შედეგად 10 და 12 წლის მოზარდები დაიღუპნენ, მათგან ერთ-ერთი ამ მამაკაცის შვილია.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მრავლობითი დაზიანებები მიიღო მამაკაცმა, რომელიც მანქანას მართავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართა დაკავშირებით საქმე აღიძრა 276-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით, რაც გულისხმობს ”ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”.
კომენტარები