სოც. მედია
კახა მამულაშვილთან დაკავშირებით მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო
2015-07-20 13:43:14
მოსამართლის გადაწყვეტილებით, კახი მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა . ადვოკატი მისთვის გირაოს შეფარდებას 10 000 ლარის ოდენობით ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
კომენტარები