მსოფლიო
20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-07-19 22:50:52
ვერძი
ნებისმიერ სიახლეს მშვიდად შეხვდით, მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. ნუ ეცდებით გარშემო მყოფებისთვის სამაგიეროს გადახდას, ეს თქვენ უფრო მეტად დაგაზარალებთ. თუ იცით, რომ მტრები გყავთ, პატიება სთხოვეთ მათ.
კურო
ყველაფერში შეინარჩუნეთ ზომიერება. კარგია სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარება. არ გადაიღალოთ, მოერიდეთ ნერვიულობას, გაუფრთხილდით გულს.
ტყუპი
სიფრთხილე გმართებთ ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას. ყურადღება - ინფორმაციების მიმართ. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლეთ.
კირჩხიბი
რომანტიკულ განწყობაზე ხართ და "ღრუბლებშიც დაფრინავთ". დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ მუშაობის დასაწყებად ან ვალდებულებების შესასრულებლად. მოერიდეთ მნიშვნელოვან თემებს, რათა შეცდომები არ დაუშვათ.
ლომი
დღეს გარშემო მყოფებზე ზრუნვა და მათი დახმარება მოგიწევთ. ყურადღებით იყავით, არავინ მოგატყუოთ და არც თავად გადავარდეთ ილუზიებში. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს ეხება.
ქალწული
ნებისმიერ უინტერესო საქმეს, რომელიც დღეს გაქვთ შესასრულებელი, დადებითი განწყობით შეუდექით. კარგი დღეა საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად და შვებულების დასაგეგმავად.
სასწორი
ახლობლებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა ესაჭიროებათ. რაც უფრო მეტს გასცემთ, უფრო მეტ დადებით ენერგიას მიიღებთ.
მორიელი
კარგი დღეა ანალიზის, შედარებისა და შეფასებისთვის. თქვენთვის საჭირბოროტო კონკრეტულ საკითხზე რჩევა გარშემო მყოფებსაც ჰკითხეთ, მაგრამ საბოლოო დასკვნა თავად გამოიტანეთ.
მშვილდოსანი
მოთოკეთ ემოციები. უმჯობესია, ყველას გაუღიმოთ, საკუთარი აზრი კი თქვენთვის შეინახოთ. იმუშავეთ საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.
თხის რქა
არავის გაუმხილოთ თქვენი იდეები, ფინანსური მდგომარეობა. მოერიდეთ ავანტიურულ და საეჭვო საქმიანობაში მონაწილეობას.
მერწყული
მოსალოდნელია დოკუმენტების შემოწმება ან უფროსი დაინტერესდება თქვენი საქმიანობით. ყოველ შემთხვევაში მოაწესრიგეთ ერთიც და მეორეც. მაქსიმალურად ყურადღებით იყავით. დღის პირველ ნახევარში ნუ დაიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს და ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებეს.
თევზები
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. დილიდან საკუთარი თავი კარგ განწყობაზე მომართეთ. უარყოფითი ემოციებით დამძიმებულს კარგი არაფერი გამოგივათ.
კომენტარები