0 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში, ბათუმელი შემსრულებლების კვირეული დღეს სოფო ხალვაშის კონცერტით დასრულდება!

"ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში ბათუმელი შემსრულებლების დღეები 14 ივლისს დაიწყო. ბათუმის სტუმრებს  ბულვარის კოლონადებთან ადგილობრივმა  ჯგუფებმა - "ბლექ სი ბენდმა" და "სი საითიმ",  ლაშა ღლონტმა და  ვაჟა ტუღუშმა  ბენდთან ერთად უმასპიძნლეს და ყველასთვის საყვარელი ჰიტები შეასრულეს. კოლონადების სცენაზე ასევე წარსდგნენ ვანილა კეიჯი, პიანისტი ლადო ყატაშვილი და ბათუმური კვარტეტი.

კვირეული დღეს,  19 ივლისს, 20:00 საათზე  ბულვარის კოლონადებთან სოფო ხალვაშის კონცერტით დასრულდება. როგორც მომღერალი იმედოვნებს  წინ სასიამოვნო საღამო გელით.

„რადგან კონცერტი გამიზნულია ბათუმელებისთვის, მათი სტუმრებისთვის, დამსვენებლებისთვის, ისეთი სიმღერები შევარჩიეთ, რომელიც ყველასთვის ცნობილია და საკმაოდ,  კარგადაც იციან. იქნება ცოცხალი მუსიკა. რამდენიმე მუსიკალურ ნომერში საქსაფონიც ჩაერთვება. ისეთი პროგრმა იქნება წარმოდგენილი იმედი მაქვს ყველა მიიღებს მონაწილეობას,  ერთად ვიმღერებთ და ერთად გავერთობით,“ - აღნიშნავს მომღერალი სოფო ხალვაში.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

 „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის  განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხელი არტისტი  სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

ჰი ბათუმი 2015წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

 

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰი ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები