0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„საბიუჯეტო პროცესების მონიტორინგი მარტვილსა და სამტრედიაში

მონიტორინგი მარტვილსა და სამტრედიაში 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი (CIESR) ახორციელებს პროექტს - „საბიუჯეტო პროცესების მონიტორინგი ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობისათვის“. 


პროექტი ითვალისწინებს თვითმმართველობის გამჭვირვალობის ეფექტიანობის ხელშეწყობას. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში, სამტრედიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხების მონიტორინგის განხორციელებას, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარებისა და მათთან პარტნიორობის გზით. 


პროექტის ფარგლებში 2015 წლის თებერვალ-მაისში სამტრედიის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა მონიტორინგი პარტნიორი ორგანიზაციების: სამტრედია - სამოქალაქო საზოგადოება მდგრადი განვითარებისთვის და მარტვილი - სამოქალაქო განვითარებისა და კვლევების ცენტრის მიერ. 


მონიტორინგის სფეროები: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროგრამები; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები; სახელმწიფო შესყიდვები; დასუფთავება.


პროექტი ხორციელდება დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური მხარდაჭერით და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 10 თვეს. მონიტორინგის ანგარიშის სანახავად მიყევით ბმულს: http://www.ciesr.org/files/monitoringis%20angarishi%20_A4.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები