ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
– სულ ასე ჩხუბობთ? ნინი, სულ ასე გაკრიტიკებს გიორგი?
ნინი ბრეგვაძე: მინდა ვთქვა, რომ გამებუტა გიორგი ნაკაშიძე. კი, გამებუტა, ოღონდ არ ვიცი, რატომ.
გიორგი ნაკაშიძე: ნერვებს მიშლის, სულ მაბრაზებს, მუდმივად კონფლიქტი გვაქვს.
ნინი: არ გვაქვს კონფლიქტი. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით და ახლა არ ვიცი. ერთ მშვენიერ დღესაც გადაწყვიტა, რომ უნდა გამბუტვოდა და რატომ, არ ვიცი.
– შენი ასაკის ბიჭებს გოგონა რომ მოსწონთ, მაშინ იქცევიან ხოლმე ასე.
– ჰო, პატარა ბავშვია.
გიორგი: არა, რა ემოციები. უბრალოდ, სულ ნერვებს მიშლის.
– და რა არის მიზეზი?
ნინი: მართლა არ ვიცი.
გიორგი: არ იცი, ხომ?
ნინი: ყველაფერზე მეკიდება, ყველა სიტყვაზე. ასე დაიწყო, რაც ბათუმიდან ჩამოვიდა.
გიორგი: სულ ასეთია, ასე ღადაობს და არ მომწონს. ზოგადად, არ მომწონს არასერიოზული გოგონები.
ნინი: დღეს პირველად დამელაპარაკა. აქ რომ მოვდიოდით, გავაფრთხილე: უხერხული იქნება-მეთქი.
გიორგი: ჰო, გამაფრთხილა, დამარიგა. ვლაპარაკობთ, ოღონდ ისევ ისე აღარ ვართ ერთმანეთთან, როგორც ადრე ვიყავით – ამის თქმა უნდა.
– და ადრე როგორ იყავით?
– ადრე ძალიან ახლოს ვიყავით.
– და ამბობენ თქვენზე: შეყვარებულები არიანო.
ნინი: კი ამბობენ, მაგრამ მინდა, ეს ჭორები გავაქარწყლო. ალბათ, ერთად გადაღებული ფოტოების გამო გაავრცელეს ეს ჭორები.
გიორგი: მასე ძალიან ბევრ გოგოსთან მაქვს ფოტოები გადაღებული, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ნინი?
ნინი: იმიტომ რომ, მე ვარ შენთან ერთად პროექტში.
გიორგი: მე ამ ჭორებზე მაგრად ვღადაობდი.
ნინი: ღადაობდი ხომ? საწყენი არაფერია, მართლა ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. პირადად მე, ძალიან მიყვარს გიორგი.
გიორგი: მე არ მიყვარს. ცალმხრივი სიყვარული კი ასეთია.
ნინი: ვაღიარებ: ძალიან კარგი ბავშვია, კარგი ბიჭია, ნიჭიერი, მეგობრული. ყველაფერი მომწონს მასში, მიყვარს, უბრალოდ, სულ მებუტება.
გიორგი: მოვწონვარ, ვუყვარვარ, მაგრამ ჩემი სიყვარულის ღირსი არ არის.
– და ბათუმში რა მოხდა? მოკლედ, გამოდის, რომ როდესაც ბათუმიდან ჩამოხვედი, გადაწყვიტე, ნინი აღარ ყოფილიყო შენი შეყვარებული?
ნინი: შეყვარებული არც ყოფილა, ხალხო. არა, კარგი მეგობრები ვიყავით.
გიორგი: აღარ არის. ბათუმში რომ ჩავედი, სიშორეს ვეღარ გავუძელი, მომენტარა ნინი და იმ დღესვე ჩამოვედი. მაგრამ, მაშინვე გამაბრაზა.
– გიორგის რა თვისებები მოგწონს ყველაზე მეტად?
ნინი: ძალიან თბილია, კარგი, ყურადღებიანი. რაღაცეები სწყინს, ბევრი რამ. არ შემიძლია, ყველაფერს სერიოზულად ვუყურო.
გიორგი: უკვე აღვნიშნე, რომ არასერიოზული ადამიანია.
ნინი: არასერიოზული არ ვარ. სერიოზული ვარ იქ, სადაც საჭიროა.
გიორგი: სად ხარ სერიოზული?
ნინი: ბევრს მთხოვ, გიორგი.
გიორგი: ძილშია ძალიან სერიოზული. რომ სძინავს, ძალიან სერიოზულია, ვერ გააცინებ. ხანდახან ეღიმება ძილში.
ნინი: როცა გიორგი მესიზმრება, მაშინ.
გიორგი: ერთად გვძინავს ხოლმე და ვხედავ.
ნინი: ჩემს იუმორს ვერასდროს იგებს. გაეხუმრები თუ არა, მაშინვე: „ნაკაშიძეს ნუ ახსენებ!“
გიორგი: ხუმრობასაც თავისი საზღვრები აქვს. არის მომენტი, სადაც სერიოზული უნდა იყოს.
ნინი: შავი იუმორი მაქვს და ვერ იგებს. არადა, თვითონაც ისე მეღადავება, შოკშია. მაგრამ, მე რომ ვეღადავები, არ მოსწონს.
– გიორგი, ნინი როგორი გოგოა, რა თვისებები მოგწონს მასში?
გიორგი: საყვარელია. ლამაზი არაა, საყვარელია. მეგობრულია, თბილი, მაგრამ ერთადერთი ის არ მომწონს, რომ არასერიოზულია.
– და თქვენი ასეთი ურთიერთობა როდიდან დაიწყო?
– ათეულის ტურიდან დაიწყო ჩვენი ერთად ყოფნა. ყველასთან ვმეგობრობთ, მაგრამ ჩვენ მაინც განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ძალიან უყურადღებოა, თუ არ მოიკითხავ, თვითონ არ მოგიკითხავს. თვეში ერთხელ მოგიკითხავს, მოგაბეზრებს თავს. არადა, მე ყოველდღე ვკითხულობ.
ნინი: ალბათ, ზედმეტ ყურადღებას ითხოვდა ჩემგან და დააკლდა. მაპატიე, ასეთი ვარ.
– გიორგი, ნინის მიმართ სიბრაზეს როგორ გამოხატავ?
გიორგი: აგრესიული არ ვარ, უბრალოდ, ადვილად ვბრაზდები.
ნინი: ადვილად სწყინს. ასეთი დროს მირჩევნია, მეჩხუბოს, ვიდრე გამებუტოს. მერე, რომ გადაუვლის, შემირიგდება ხოლმე. რადიკალურად ძალიან განსხვავებულები ვართ. მეგობრები კი ვართ, მაგრამ ჯერ ისეთი ახლო ურთიერთობა არ გვქონია, რომ მისი რაღაც თვისებები შემესწავლა.
– რამდენად ჯდებით ერთმანეთის გემოვნებაში?
– რაღაც კრიტერიუმები არ მაქვს. ქარიზმა უნდა მოდიოდეს ადამიანისგან.
– გიორგის აქვს ქარიზმა?
– ქარიზმაც არის და ქარიზმაც. გააჩნია ქარიზმასაც.
გიორგი: ესე იგი, ნინის გემოვნებაში არ ვჯდები?
ნინი: ჩემი მეგობარია და ვერ ვიტყვი რამეს.
გიორგი: მეგობარია და ვერც მე ვიტყვი რამეს, სხვანირი თვალით ვერ შევხედავ.
– რა ხდება გიორგის თაყვანისმცემლებთან დაკავშირებით?
ნინი: გოგონების ჯარი ჰყავს. ეს ხომ ჯარშია და ცალკე ჯარი ჰყავს გოგონების. ქუჩაში არ დავდივართ ერთად. მხოლოდ, როცა ხალხი არ არის. ძირითადად, „ფეისბუქზე“ არიან ეს გოგონები.
– და ნინისთან რა ხდება ამ მხრივ?
გიორგი: ამას ისე რა ჰყავს.
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები