სოც. მედია
7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-07-06 23:22:10
ვერძი
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან, აგრესიის გამოვლენას. უმჯობესია, ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ. საღამოს უცხო ადგილებში სეირნობას არ გირჩევთ.
კურო
ბიზნესის გაფართოების საშუალება მოგეცემათ. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ფინანსური დოკუმენტების გასაფორმებლად.
ტყუპი
ძველი ვალის დაბრუნებას ან დანაპირების შესრულებას მოგთხოვენ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი, ძვირად ღირებული ნივთების შეძენა.
კირჩხიბი
დილიდან გადახედეთ გეგმებს და დაიწყეთ მათი განხორციელება. დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, როგორც სამსახურის საქმეების მხრივ, ასევე პირადი ცხოვრების.
ლომი
დღეს ხშირად უნდა დაისვენოთ. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. საღამოს მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები.
ქალწული
მეტად ემოციური და მგრძნობიარე ხართ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, კბილების სამკურნალოდ.
სასწორი
დღის მთავარი თემაა - სამსახურის საქმეები და სიყვარული. შეიძლება აღადგინოთ ძველი ურთიერთობა, ან ახალი შეყვარებული გაიჩინოთ.
მორიელი
ახალი, გავლენიანი ნაცნობების წყალობით გაგიუმჯობესდებათ ბიზნესი. შეძლებთ ძველი პრობლემების მოგვარებას და ახალი საქმეების დაწყებას. ახლობლებიც კი არ ჩაახედოთ თქვენს საქმეებში.
მშვილდოსანი
საკუთარი ინტერესების გვერდზე გადადება მოგიწევთ, რადგან დღეს საყვარელი ადამიანისა და საქმიანი პარტნიორების საკეთილდღეოდ უნდა იმოქმედოთ. გამოიჩინეთ მოთმინება და მოთოკეთ ემოციები.
თხის რქა
დღეს იგრძნობთ, რომ გარშემო მყოფეს უყვარხართ. კარგი დღეა საინტერესო იდეების რეალიზებისთვის. დანიშნეთ დღე, როცა უნდა დაასრულოთ საქმეზე, პროექტზე მუშაობა, დროის შეგრძნება საშუალებას მოგცემთ უფრო მობილიზებულად იმოქმედოთ.
მერწყული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ფულის ხარჯვას დაუნანებლად შეძლებთ. სურვილი გაქვთ წარმატებას მიაღწიოთ, რის გამოც გარჯა მოგიწევთ.
თევზები
ნუ შეეჭიდებით რთულ საქმეებს, სხვა დღისთვის გადადეთ ახალი პროექტების დაწყება. ბიზნესმენები ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას.
კომენტარები